ბალის კუნძულზე მომხდარმა სასტიკმა დანაშაულმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ინდონეზიის პოლიციის ინფორმაციით, ადგილობრივ სანაპიროზე აღმოჩენილი დასახიჩრებული სხეულის ნაწილები უკრაინელ ტურისტს ეკუთვნოდა, რომელიც შვებულების დროს გაიტაცეს და სასტიკად აწამეს. გამოძიების ვერსიით, დანაშაული შესაძლოა გამოსასყიდის მოთხოვნას უკავშირდებოდეს, თუმცა სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მოტივი საბოლოოდ ჯერ კიდევ დაუდგენელია.
ბალის პოლიციის პრესსპიკერის თქმით, 28 წლის იგორ კომაროვი იდენტიფიცირებული იქნა დნმ-ის ნიმუშების საშუალებით. შესაბამისი მასალა აიღეს დანაწევრებული სხეულიდან და შედარეს დედამისის დნმ-ს.
პრესპიკერმა ოფიციალურად არ დაასახელა კომაროვი, თუმცა ჟურნალისტებს აჩვენა დოკუმენტი, რომელზეც ეწერა მისი სახელი და დაბადების თარიღი.
მედიის ინფორმაციით, კომაროვი მდიდარი უკრაინელი ბიზნესმენის შვილი იყო. გავრცელებული ცნობებით, გამტაცებლებმა იგი სასტიკად აწამეს და მისი ოჯახისგან მილიონობით დოლარის გამოსასყიდს ითხოვდნენ. უმძიმესი ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა ოჯახს დახმარებას სთხოვს, გავრცელდა ინტრენტში.
ინდონეზიის პოლიცია ოფიციალურად აცხადებს, რომ დანაშაულის მოტივი ჯერ კიდევ დაუდგენელია.
კომაროვი 15 თებერვალს გაიტაცეს, როცა მეგობართან ერთად, მოტოციკლით გადაადგილდებოდა საკურორტო ქალაქ ჯიმბარანში.
news.com.au-ს ინფორმაციით, იგი მოგზაურობდა თავის მეგობარ გოგონასთან, ევა მიშალოვასთან, რომელიც სოციალური ქსელების ინფლუენსერია და ვალენტინობის დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც კომაროვთან ერთადაა. ეს ფოტო მის ინსტაგრამგვერდზე ისევ დევს.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცი თავდამსხმელთა ჯგუფმა ძალით ჩასვა ავტომობილში. მისი მეგობარი ადგილზე დარჩა და პოლიციას მომხდარის შესახებ აცნობა.
რამდენიმე დღის შემდეგ კი, ადგილობრივებმა სხეულის ნაწილები იპოვეს ახლომდებარე სანაპიროზე და მდინარის გვერდით.
მოგვიანებით პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც იქირავა ავტომობილი, რომელიც დანაშაულის ჩადენისას გამოიყენეს. მან დაასახელა კიდევ ექვსი პირი - ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე. ისინი ახლა ეჭვმიტანილებად მიიჩნევიან გატაცებასა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.
"ექვსივემ ქვეყანიდან გაქცევა მოახერხა, შესაძლოა მათ რამდნეიმე პასპორტიც კი აქვთ, მივმართეტ ინტერპოლს გამოცხადდეს მათზე ძებნა "წითელი ცირკულარით", - განაცახდეს ინდონეზიის სამართალდაცავ უწყებაში. წყარო