ავტორი:

"დავეჭვდით, ვეკითხებოდით, სად იყო დედამისი?" - რას ჰყვებიან მეზობლები ამბავზე, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა: შვილი დედის ცხედარს 2 წელი ბინაში ინახავდა

"დავეჭვდით, ვეკითხებოდით, სად იყო დედამისი?" -  რას ჰყვებიან მეზობლები ამბავზე, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა: შვილი დედის ცხედარს 2 წელი ბინაში ინახავდა

საზოგადოება შეძრა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე, 50 წლამდე მამაკაცი დედის ცხედარს თითქმის ორი წლის განმავლობაში ბინაში მალავდა.

ამბავი მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც მამაკაციც გარდაიცვალა. ბინის დასალაგებლად მისული ახლობლები დაუჯერებელი რეალობის მომსწრენი გახდნენ - 84 წლის ქალის ცხედრის ნარჩენები ზეწრებში გახვეული აღმოაჩინეს.

როგორც მეზობლები AMBEBI.GE-სთან აცხადებენ, 84 წლის ნანული ნატროშვილი ექიმი იყო. ის ერთ-ერთი კლინიკაში, დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მათივე თქმით, დედის გამოსაჯანმრთელებლად ერთადერთმა შვილმა ყველაფერი გააკეთა, მომხდარის ახსნა თავადაც უჭირთ და მათთვისაც დაუჯერებელია.

"დედა არანორმალურად უყვარდა, თანგადაყოლილი იყო, არაფერს აკლებდა. მერე ნანულის ინსულტი დაემართა. ძალიან ყოჩაღი ქალი იყო, სულ ცდილობდა წამომდგარიყო, ამის გამო ფეხი ორჯერ მოიტეხა... ექიმი იყო, ძალიან გავლენიანი, ერთ-ერთ კლინიკაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

მისი შვილი ირაკლი, არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, ძალიან წესიერი, ზრდილობიანი. დედა, ავად რომ გახდა ყველაფერი გაყიდა, მანქანა, ავტოფარეხი, რომ დედა გადაერჩინა.

წლების წინ ირაკლი ბანკში მუშაობდა. ბოლო წლებში, ნარკოდამოკიდებული გახდა, იშვიათად გვეკონტაქტებოდა. მეზობლები დავეჭვდით,სულ ვეკითხებოდით სად იყო დედამისი? რატომ აღარ ჩანდა, ყველას გვეუბნებოდა რომ ნათესავთან წაიყვანა და ის უვლიდა. ვეკითხებოდით, გვითხარი სად არის, გვინდა ვინახულოთო, მაგრამ არ გვეუბნებოდა. ბოლოს ამ ქალის ძმისშვილი ჩამოვიდა, მამიდა მინდა ვნახოო, მაგრამ კარი არ გაუღო და მეზობელთან დატოვა წერილი.

ერთი პერიოდი სუნმა შეგვაწუხა, კანალიზაცია გავწმინდეთ, სარდაფიც დავასუფთავეთ, ბუზებმაც შეგვაწუხა, მაგრამ ამას როგორ ვიფიქრებდით?!" - გვიყვებიან მეზობლები.

ნახეთ სიუჟეტი

თინათინ გურაშვილი

იხილეთ ასევე: