ავტორი:

ირანმა თურქეთის მიმართულებით კიდევე ერთი რაკეტა გაუშვა - რას აცხადებს თურქეთის თავდაცვის უწყება

ირანმა თურქეთის მიმართულებით კიდევე ერთი რაკეტა გაუშვა - რას აცხადებს თურქეთის თავდაცვის უწყება

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს.

  • "ირანიდან გაშვებული და თურქეთის საჰაერო სივრცეში შესული ბალისტიკური საბრძოლო მასალა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებებით გაანეიტრალეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მოგერიებული რაკეტის ზოგიერთი ფრაგმენტი სამხრეთ გაზიანტეპში, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 მარტსაც განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: