მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ირანში მისია შესრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის მიზანი „ირანის რეჟიმის მიერ რაკეტების გაშვების უნარისა და მათი წარმოების შესაძლებლობების განადგურებაა“.
"ჩვენ ამ მიზნის მიღწევის გზაზე ვართ. ყოველდღიურად ირანის რეჟიმს ნაკლები რაკეტა, ნაკლები გამშვები დანადგარი აქვს და მათი ფლოტი ნადგურდება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.