ავტორი:

როგორი იყო ქვის ხანის სამზარეულო - CNN ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელიც საკვების მომზადების უძველესი მეთოდებზე წარმოდგენას ცვლის

როგორი იყო ქვის ხანის სამზარეულო - CNN ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელიც საკვების მომზადების უძველესი მეთოდებზე წარმოდგენას ცვლის

ევროპაში მცხოვრები უძველესი მონადირე-შემგროვებლები ბევრად უფრო დახვეწილი საკვების მომზადების მეთოდებს იყენებდნენ, ვიდრე აქამდე ეგონათ. ამის შესახებ ახალი კვლევები მეტყველებს, რომელსაც CNN ავრცელებს.

  • უძველესი ადამიანები ინგრედიენტებს "საოცარი შერჩევით" აერთიანებდნენ და თავად კერძებიც რეგიონების მიხედვით განსხვავდებოდა.

მკვლევარებმა ნამარხი ქოთნების კედლებზე მიკრული დამწვარი საკვების ნარჩენები გაანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ კერძების მოსამზადებლად, ქვის ხანის მზარეულები მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტების ფართო სპექტრს იყენებდნენ.

აღმოჩენა იმ ევროპელების კვების რაციონს შეეხება, რომლებიც 5,000–8,000 წლის წინ ცხოვრობდნენ.

ჯამში მკვლევარებმა კერამიკის 85 ნატეხი გაანალიზეს საიდანაც 58-ში მცენარეების ამოცნობადი ფრაგმენტები აღმოჩნდა, თავად ნამარხები თითქმის მთელი ევროპის ტერიტორიაზეა მოპოვებული, დაწყებული დანიიდან, დამთავრებული რუსეთით.

მიკროსკოპის საშუალებით მეცნიერება ისეთი ნიმუშები შეარჩიეს, რომლებიც საკმარისად კარგად იყო შენახული, რათა მცენარეები მათი უჯრედული სტრუქტურის მიხედვით დაედგინათ.

პირველადი კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა ზოგიერთი აღმოჩენილი “რეცეპტი“ თავადაც სცადეს და საკვები აღმოჩენილი თიხის ქოთნების მსგავს ასლებში მოამზადეს, შემდეგ კი მიღებული შედეგი ნაპოვნ ნიმუშებს შეადარეს.

ახალმა აღმოჩენამ საერთოდ შეცვალა წარმოდგენა, რომელიც საკვების მომზადების უძველესი მეთოდებს შეეხება.

აქამდე გავრცელებული თეორიების მიხედვით, მონადირე-შემგროვებლები უბრალოდ “ყველაფერს ცეცხლში ყრიდნენ“.

თუმცა კვლევის ავტორი ლარა გონსალეს კარეტერო აცხადებს, რომ “ქვის ხანის ადამიანებს საკვების მომზადების "საკმაოდ დახვეწილი მეთოდები" გააჩნდათ და ძალიან ყურადღებით ეკიდებოდნენ იმას, თუ რას და როგორ ამზადებდნენ. მათ საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდათ ყველა იმ ფესვის, ტუბერის, ხილისა და კენკრის შესახებ, რაც მათთვის იყო ხელმისაწვდომი“

რეგიონული სამზარეულო

ამასთან აღმოჩნდა რომ, ყველა რეგიონს ერთნაირი გემოვნება არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ინგრედიენტები მთელ ევროპაში იყო ხელმისაწვდომი, კვლევამ აჩვენა, რომ ზოგ რეგიონში "განსხვავებული მომზადების მეთოდები" არსებობდა.

  • მაგალითად, მტკნარი წყლის თევზისა და ველური ბალახის კომბინაცია განსაკუთრებით დღევანდელი უკრაინისა და რუსეთის საზღვართან იყო პოპულარული.

უფრო აღმოსავლეთით, ცენტრალურ რუსეთში, თევზთან ერთად ამარანტის მცენარეს ამჯობინებდნენ.

დანიის მონადირე-შემგროვებლებსაც მოსწონდათ ამარანტი, თუმცა ისინი უპირატესობას მცენარის ყვავილებს ანიჭებდნენ.

მკვლევრების თქმით, ამ ტენდენციების ნაწილი დღემდეც შემორჩა, მაგალითად ვიბურნუმის კენკრა, რომელიც მრავალ ნიმუშში აღმოჩნდა, პოლონეთში, რუსეთსა და უკრაინაში დღესაც პოპულარული საკვებია.

წყარო