სოსო პავლიაშვილი გაზაფხულზე გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება, თუმცა მანამდე მომღერალმა ადგილობრივ მედიასთან გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა. ხელოვანმა ვრცლად ისაუბრა იმ ფასეულობებზე, რაზეც მისი ოჯახი დგას და უპასუხა კრიტიკას, რომელიც ხშირად ესმით ცნობილ მშობლებს შვილების პატრონაჟის გამო
მომღერალი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების განმტკიცებისთვის ემოციების გამოხატვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი რეცეპტი მარტივი, თუმცა შრომატევადია:
"ნუ დაზოგავთ ემოციებს, ნუ დაზოგავთ სიტყვებს. ყოველთვის თქვით, რომ აფასებთ, ამაყობთ და გიყვართ. მუდმივად გაეცით გრძნობები ოჯახში და ისინიც სანაცვლოდ იმავეს დაგიბრუნებთ. რა თქმა უნდა, გაანებივრეთ და გაახარეთ! არ დაგავიწყდეთ პატიება, სადღაც მოთმინება და აუცილებლად იმუშავეთ თქვენს ურთიერთობებზე. მე ყოველთვის ვამბობ: „ქალი ხელში აყვანილი უნდა ატარო, რომ მას არ მოუნდეს კისერზე დაჯდომა“. ეს სხვადასხვა რამაა. თუ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა აქვთ, სიყვარულს სამუდამოდ შეინარჩუნებენ. ვუყურებ ჩემს მშობლებს და მიხარია. მათგან დღემდე ვსწავლობ“.

მუსიკალური "ხროვა" და ნიჭიერი შვილები
სოსო პავლიაშვილის თქმით, მისი ოჯახი ნამდვილი "ხროვასავითაა", სადაც ყველა წევრი ერთმანეთის შემოქმედებით პროცესშია ჩართული. მომღერალი განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს შვილებზე:
ლევანმა სულ ცოტა ხნის წინ მამის ძველი სიმღერის, „დედას“ (Мама) ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც დედამისს, ნინოს, 4 თებერვალს დაბადების დღეზე მიუძღვნა. სანდრა მამის თქმით, ის საოცრად მუსიკალური და არტისტულია, რის გამოც შესაძლოა სწავლა თეატრალურ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს. ლიზას მიუხედავად მუსიკალურობისა, ხალხის წინაშე გამოსვლა არ უყვარს. იგი VGIK-ის კოლეჯის კურსდამთავრებულია ფერწერისა და მულტიპლიკაციის მიმართულებით და თავისთვის შვიდსიმიან გიტარაზე უკრავს.
"ვამაყობ იმით, რომ ჩემი შვილები წესიერი, კეთილი და კეთილშობილი ადამიანები არიან. ისინი არასოდეს დაუშვებენ საკუთარი თავის ან სამყაროს მიმართ რაიმე სიმდაბლეს“, - აღნიშნავს მომღერალი.
ინტერვიუს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა ცნობილი მშობლების მისამართით გაჟღერებული კრიტიკა აღმოჩნდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ვარსკვლავები შვილებს კარიერას ხელოვნურად, კავშირების საშუალებით უქმნიან. სოსო პავლიაშვილმა ამ თემაზე პირდაპირ განაცხადა, რომ ეს კრიტიკა მას არ ეხება, რადგან საკუთარ თავს არასოდეს მიიჩნევდა "დიდ შემსრულებლად“ და ამპარტავნება მისთვის უცხოა.
"დავიწყოთ იქიდან, რომ ეს მე არ მეხება. ამპარტავნება და პატივმოყვარეობა ჩემთვის უცხოა. ჩემი შვილები ძალით არსად მიმიყვანია. თუ ისინი სცენაზე ჩნდებიან, სხვა შემსრულებლებზე ნაკლებად არ გამოდიან. თუ ჩემი შვილი ნიჭიერია და შეუძლია საზოგადოებას სარგებელი მოუტანოს, მე მას აუცილებლად დავეხმარები. თუმცა, თუ ის ადამიანებს რაიმე ცუდს მოუტანს, მხარს არ დავუჭერ“.
წაიკითხეთ ასევე: