ავტორი:

კრემლში ამბობენ, რომ მიმდინარე ომმა შესაძლოა, "მსოფლიოს დასასრული" გამოიწვიოს - "ქვეყნებმა დაკარგეს ის, რასაც საერთაშორისო სამართალს უწოდებენ"

კრემლში ამბობენ, რომ მიმდინარე ომმა შესაძლოა, "მსოფლიოს დასასრული" გამოიწვიოს - "ქვეყნებმა დაკარგეს ის, რასაც საერთაშორისო სამართალს უწოდებენ"

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის უზენაეს ლიდერად აითოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს. მამისგან განსხვავებით, 56 წლის მოჯთაბა დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილში რჩებოდა. მას არასოდეს დაუკავებია სახელმწიფო თანამდებობა, არ გამოდიოდა საჯარო სიტყვით და ინტერვიუებს არ აძლევდა; საჯაროდ ხელმისაწვდომია მისი მხოლოდ მცირე რაოდენობის ფოტო და ვიდეოჩანაწერი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხამენეის, მოკლული აიათოლას შვილს ოფიციალურად მიულოცა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, იგი მამის საქმეს "ღირსეულად" გააგრძელებს.

"მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო თეირანისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენი ირანელი მეგობრების მიმართ. რუსეთი იყო და დარჩება ირანის საიმედო პარტნიორი, იმ დროს, როცა ქვეყანა შეიარაღებულ აგრესიას უპირისპირდება, ამ მაღალი თანამდებობის დაკავება უდავოდ დიდ სიმამაცესა და ერთგულებას მოითხოვს “ — აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

  • იმ ფონზე როდესაც აშშ მიანიშნებს, რომ ირანის კონფლიქტში შესაძლოა სახმელეთო ჯარებიც ჩართოს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მიმდინარე ომმა შესაძლოა “მსოფლიოს დასასრული“ გამოიწვიოს.

"კაცობრიობის ისტორიაში შესაძლოა უფრო მძიმე პერიოდებიც ყოფილა… მაგრამ ჩვენ მაშინ არ გვიცხოვრია, ამიტომაც გვგონია ახლა, რომ სამყაროს დასასრული ახლოვდება" - განაცხადა კრემლის პრესს-სპიკერმა და დაამატა, რომ "მსოფლიომ დაკარგა ის, რასაც საერთაშორისო სამართალს უწოდებს", თუმცა პესკოვს "დაავიწყდა" იმის აღნიშვნა, თუ ვინ შეიჭრა 4 წლის წინ უკრაინაში, სწორედ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით.

რუსეთი თავს არიდებს ღიად დაეხმაროს თეირანს, გარდა იმ შემთხვევისა რაც მედიაში გავრცელდა - საუბარია ირანისთვის ამერიკული და ისრაელის სამხედრო პოზიციების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე.

"იდეალური შტორმის" პირობებში, როგორც კრემლმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას უწოდა, პესკოვის თქმით "ყურადღება უნდა გამახვილდეს საკუთარ თავზე, საკუთარი ინტერესებს დაცვასა და ქვეყნის პოტენციალის გაძლიერებაზე".

  • როგორია დღევანდელი ცნობები ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე

ნატომ თურქეთის მიმართულებით გაშვებული უკვე მეორე ირანული რაკეტა გაანადგურა. მოგერიებული რაკეტის ზოგიერთი ფრაგმენტი სამხრეთ გაზიანტეპში, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 მარტსაც განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.

დღესვე ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა.

ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტზე 40 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი რაკეტების ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა. მოგვიანებით, ერთი მათგანი გარდაიცვალა.

  • აშშ-ს თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკისა და ისრაელის მიზნების შესასრულებლად, ტრამპი მზად არის “იმდენად შორს წავიდეს, რამდენიც საჭირო იქნება“.

კონფლიქტში შესუსტების ნიშნებს კვლავ არ შეიმჩნევა, გასულ შაბათ-კვირას ორივე მხრიდან რაკეტების გამოყენებით, უწყვეტი იერიშები მიმდინარეობდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბოლო თავდასხმები საწვავის ფასები მკვეთრ ზრდის გამოიწვევს, ერთი ბარელის ღირებულებამ რამდენიმე წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 დოლარს.

ამავდროულად, ისრაელი და აშშ კვლავ აგრძელებენ თეირანის მასშტაბით ნავთობის საცავებზე იერიშებს.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: