აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი ახლო აღმოსავლეთს დაიპყრობდა, აშშ-ს და ისრაელს პირველებს რომ არ დაერტყათ.
"ირანი ძალიან ძლიერი ქვეყანაა. ისინი ახლო აღმოსავლეთს დაიპყრობდნენ, თუ ჩვენ მათ არ დავარტყამდით“, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ირანის რაკეტებისა და სხვა იარაღის "უმეტესობა“ ამჟამად განადგურებულია. აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანიც აპირებდა ისრაელის განადგურებას, მაგრამ აშშ-მა სწორ დროს შეაჩერა ეს.
როდესაც აშშ-ის პირველ პირს ჰკითხეს, თუ როდის დასრულდება ირანში ომი, მან უპასუხა, რომ “ომი მალე დასრულდება, მაგრამ არა ამ კვირაში.“
"ვფიქრობ, მალე. მათ ყველაფერი დაკარგეს, მათ შორის ლიდერობა. ადამიანების უმეტესობას არც კი სმენია იმ ლიდერის შესახებ, რომელზეც საუბრობენ“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ახალ უზენაეს ლიდერზე, მოჯტაბა ხამენეიზე.
"ისინი ძირითადად ნეიტრალურები იყვნენ, ან სულ მცირე, არ აპირებდნენ ჩართვას“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ თეირანის მხრიდან დარტყმების შემდეგ "მეზობლები ჩვენს მხარეს გადმოვიდნენ, [ირანზე] თავდასხმა დაიწყეს და საკმაოდ წარმატებითაც“.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანზე თავდასხმით ის ასრულებს 2015 წელს მიცემულ დაპირებას, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლებას არ მისცემს.
იხილეთ ასევე: