ავტორი:

“უკრაინას ყოველთვის შეუძლია უნგრეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“ - ვიქტორ ორბანი

“უკრაინას ყოველთვის შეუძლია უნგრეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“ - ვიქტორ ორბანი

“ჩვენ დაინტერესებული ვართ არა უკრაინის დასუსტებით, არამედ მისი გაძლიერებით“, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

  • „რუსეთსა და უნგრეთს შორის ყოველთვის უნდა იყოს რაღაც - შეიძლება უკრაინაც კი ეწოდოს. ჩვენ სამყაროს არა უკრაინელების, არამედ უნგრელების პერსპექტივიდან ვუყურებთ და უნგრელების უსაფრთხოება უფრო დიდი წარმატებით იქნება გარანტირებული, თუ ჩვენ რუსეთის მეზობლები არ ვიქნებით“, - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ „უკრაინას ყოველთვის შეუძლია უნგრეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“.

"ერთადერთი კითხვაა, როგორ წარმოგვიდგენია უკრაინის ადგილი ამ ევროპაში? ჩვენ არ გვინდა მათი ევროკავშირში შეშვება; ისინი ისე იქცევიან, თითქოს უკვე წევრები არიან. მოთხოვნებს აყენებენ, იმუქრებიან და შანტაჟს ახორციელებენ, მიუხედავად იმისა, რომ წევრებიც კი არ არიან. არ გვინდა ასეთი ადამიანების ან ასეთი ქვეყნის ნახვა კავშირში, მაგრამ ვეცდებით ევროკავშირსა და უკრაინას შორის სტრატეგიული შეთანხმების დადებას, რომელიც უკრაინის მომავალს ისე გადაწყვეტს, რომ ეს სასარგებლო იყოს როგორც ევროპისთვის, ასევე ჩვენთვის, უნგრელებისთვის“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინული მედია წერს, რომ ორბანი დიდი ხანია მიიჩნევს, რომ საუკეთესო ვარიანტია, უკრაინა რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის „ბუფერულ ზონად“ დარჩეს. მისი მტკიცებით, უკრაინის ბუფერული სტატუსი ომის შემდგომ პერიოდში მშვიდობას უზრუნველყოფს.