ავტორი:

“რადიაციული თემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, როცა კონფლიქტი ასე ახლოსაა“ - მონიტორინგის რა სისტემები აქვს საქართველოს და ვართ თუ არა დაცულები?

“რადიაციული თემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, როცა კონფლიქტი ასე ახლოსაა“ - მონიტორინგის რა სისტემები აქვს საქართველოს და ვართ თუ არა დაცულები?

მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყეს, მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგიონში ბირთვული კატასტროფის საფრთხე.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანასთან დაკავშირებით, თუმცა, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს შეფასებით, ამ ეტაპზე რადიოლოგიური გაჟონვის რისკი არ დაფიქსირებულა.

"ბიზნესპრესნიუსი დაინტერესდა რამდენად მაღალია ბირთვული კატასტროფის საფრთხე და რა გავლენას მოახდენს ვითარების ესკალაცია საქართველოზე. როგორც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე აცხადებს, ამ ეტაპზე საფრთხის და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"ვიცით, რომ ირანი ფლობს ატომურ ენერგიას და საომარი მოქმედებების დროს ის ყველაზე საფრთხის მატარებელია თუ შემთხვევითი იერიში მიტანილი იქნა ატომურ ელექტროსადგურზე. ჯერჯერობით ის დაცვის ქვეშ არის და რამდენადაც ვიცი, სრული მონიტორინგი წარმოებს.

ზოგადად, რადიაციული თემა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა კონფლიქტი ასე ახლოსაა. ატომური საერთაშორისო სააგენტო ძალიან დიდ დაკვირვებას აწარმოებს ირანში მიმდინარე ომზე, რომ არ მოხდეს გაჟონვა. განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ასევე: