ავტორი:

12–13 მარტს თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება

12–13 მარტს თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება

12–13 მარტს თბილისში უკვე მეორედ გაიმართება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი, რომელიც დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიზნესპლატფორმას წარმოადგენს საქართველოში.

ღონისძიება გააერთიანებს ლოგისტიკურ კომპანიებს, პორტების, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების სექტორის წარმომადგენლებს, საწყობებისა და ტერმინალების ოპერატორებს, ასევე საფინანსო და საინვესტიციო ინსტიტუტებს.

გამოფენა განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ კომპანიებისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც საქონლის იმპორტით, ექსპორტით, გადაზიდვებით ან დასაწყობებით არიან დაკავებული, ან მომავალში გეგმავენ ამ მიმართულებით საქმიანობას.დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში შეხვდნენ 50-მდე ლოგისტიკურ კომპანიას, გაიცნონ სხვადასხვა სატრანსპორტო მარშრუტი და იპოვონ პარტნიორები საკუთარი ბიზნესისთვის.გამოფენაზე დასწრება თავისუფალია, გელოდებით 10:00 დან 18:00 მდე (ექსპოჯორჯიას მე11 პავილიონი,წერეთელის 118).

ღონისძიების პარალელურად გაიმართება ორდღიანი კონფერენცია, სადაც დარგის ექსპერტები და კომპანიების წარმომადგენლები განიხილავენ ლოგისტიკის სექტორის მთავარ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებს.

კონფერენციის მთავარი თემებია:

  • შუა კორიდორის (Middle Corridor) სტრატეგიული მნიშვნელობა
  • ზანგეზურის მარშრუტის განვითარება — შესაძლებლობები და გამოწვევები
  • ლოგისტიკის სექტორის გამოწვევები საქართველოში
  • ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები
  • ციფრული ლოგისტიკის განვითარება

გასულ წელს ღონისძიებას 2000-მდე დამთვალიერებელი დაესწრო. მონაწილე კომპანიებისთვის გამოფენა გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ახალი პარტნიორების მოსაძიებლად და საქმიანი ურთიერთობების დასაწყებად.

კონფერენციაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია,ლინკზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScAYw8yKWyEvzX5scqhf49Yi1_BXf2NusZpVggz4mTAJ8XoAg/viewform

ადგილი: ექსპოჯორჯია, პავილიონი 11

თარიღი: 12–13 მარტი

ღონისძიების ორგანიზატორები: EXPOGEORGIA, SAVVYგენერალური სპონსორი: თიბისი ბანკისპონსორები: Tbilisi Dry Port, TBC Leasing, TBC Insurance

მხარდამჭერი: BAG

მედია მხარდამჭერები: Palitra Media, IPN, BMG

R