ავტორი:

ყველა მომსახურება ერთ პლატფორმაზე - ss.ge-ის მომსახურების კატეგორია განახლდა

ყველა მომსახურება ერთ პლატფორმაზე - ss.ge-ის მომსახურების კატეგორია განახლდა

საქართველოში სერვისების ბაზარი მუდმივად და სწრაფად იზრდება. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ეძებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას - დაწყებული გადაუდებელი სანტექნიკური სამუშაოებითა და ელექტროობით, დასრულებული ავტომექანიკოსის კონსულტაციით, ბინის დასუფთავებითა თუ რთული IT უზრუნველყოფით.

მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, მომსახურების მოძიების პროცესი დღემდე დიდწილად ქაოტური და ფრაგმენტული რჩება. მომხმარებლებს უწევთ საათობით ათვალიერონ სოციალური ქსელების სხვადასხვა ჯგუფი, ენდონ მხოლოდ პირადი ნაცნობების რეკომენდაციებს ან ეძებონ პროფესიონალები არაორგანიზებულ პლატფორმებზე, სადაც ხშირად არც ფასია გამჭვირვალე და არც შესრულებული სამუშაოს ხარისხი.

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, ss.ge - პლატფორმამ, რომელსაც ყოველთვიურად მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს - მომსახურების მიმართულება სრულიად ახალ, თანამედროვე ეტაპზე გადაიყვანა და services.ss.ge განაახლა.

მართალია, მომსახურების კატეგორია ss.ge-ზე წლების განმავლობაში არსებობდა, თუმცა დღეს ის მომხმარებელს სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით, გაფართოებული ფუნქციონალითა და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე მორგებული დიზაინით უბრუნდება. ახალ პლატფორმაზე უკვე განთავსებულია 2500-ზე მეტი აქტიური განცხადება. ვებგვერდი აერთიანებს 130-ზე მეტ კატეგორიასა და ქვეკატეგორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სპეციფიკის მომსახურების პოვნა ახლა ერთ, სტრუქტურირებულ სივრცეშია შესაძლებელი. ამასთანავე, ყველა განცხადება გადამოწმებულია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბაზარზე, სადაც ნდობის პრობლემა ერთ-ერთი მთავარი ბარიერია.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სერვისების მოძიება და შეთავაზება ისეთივე მარტივი, გამჭვირვალე და სტრუქტურირებული პროცესი გახდეს, როგორც ეს უკვე შევძელით უძრავი ქონებისა და დასაქმების მიმართულებებში. ბაზარზე არსებული ფრაგმენტულობის დასაძლევად ვქმნით ერთიან, სანდო სივრცეს. აქ მომხმარებელი დაზოგავს დროს და იპოვის ზუსტად იმ პროფესიონალს, რომელიც სჭირდება, ხოლო სერვისის მიმწოდებელს მიეცემა უნიკალური შანსი, თავისი გამოცდილება პირდაპირ დაუკავშიროს მილიონიან აუდიტორიას" - აღნიშნავს მარიამ მოზდოკელი, services.ss.ge-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი

ტექნოლოგიური ნახტომი და მომხმარებელზე მორგებული ფუნქციონალი

services.ss.ge -ის განახლება მხოლოდ ვიზუალურ მხარეს არ ეხება - პლატფორმის ტექნიკური არქიტექტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ვებგვერდი გახდა გაცილებით სწრაფი და სრულად რესპონსიული, რაც მობილური მოწყობილობებიდან სერვისების ძიებას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.

პროცესის გასამარტივებლად და სანდოობის გასაზრდელად, პლატფორმას დაემატა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია:

  • ჭკვიანი ძიება და დეტალური ფილტრაცია: მომხმარებელს შეუძლია ძიების პროცესი დაავიწროვოს ისეთი სპეციფიკური პარამეტრებით, როგორიცაა ქალაქი, ფასის დიაპაზონი, გადახდის მეთოდი და მომსახურების ტიპი. ხოლო პროფესიონალის შერჩევის შემდეგ დაუკავშირდეს მას სასურველი საკომუნიკაციო არხით.
  • ძიება ინტერაქციული რუკით: ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც მომსახურება კონკრეტულ ლოკაციაზე, სახლთან ან ოფისთან ახლოს ესაჭიროება.
  • პროფესიონალის სრულყოფილი პორტფოლიო: სერვისის მიმწოდებლებს აქვთ შესაძლებლობა, მშრალი ტექსტის ნაცვლად, მომხმარებელს აჩვენონ შესრულებული სამუშაოების ფოტო და ვიდეო გალერეა. მათ ასევე შეუძლიათ მიუთითონ ზუსტი ფასები, სამუშაო გრაფიკი, გადახდის პირობები და ატვირთონ პროფესიული სერტიფიკატები, რაც პოტენციური მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების მიღებისას დამატებითი სანდოობის გარანტიაა.
  • ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია: მათთვის, ვისაც უჭირს საკუთარი მომსახურების მიმზიდველად აღწერა, პლატფორმაში ჩაშენებულია AI ასისტენტი. ის განცხადების ავტორებს ეხმარება წამებში, ავტომატურად დააგენერირონ გამართული და ეფექტური განცხადების ტექსტი.

მთავარი უპირატესობა - სინერგია SS.ge-ის ეკოსისტემაში

რაც განახლებულ პლატფორმას ბაზარზე არსებული სხვა ალტერნატივებისგან გამოარჩევს, ეს ss.ge -ის ეკოსისტემა და დაკავშირებული რეკომენდაციების (Cross-promotion) მექანიზმია.

services.ss.ge დამოუკიდებელი სივრცეა, თუმცა მისი განცხადებები ჭკვიანურად ინტეგრირდება პლატფორმის სხვა ძირითად კატეგორიებში. სისტემა აანალიზებს მომხმარებლის ქცევას და სთავაზობს ლოგიკურ გაგრძელებას. მაგალითად: თუ მომხმარებელი ათვალიერებს ბინის ყიდვის განცხადებებს უძრავი ქონების კატეგორიაში, მას იქვე გამოუჩნდება სარემონტო, სანტექნიკური ან სამშენებლო სერვისების შეთავაზებები. ხოლო მომხმარებელს, რომელიც ეძებს გასაქირავებელ ბინას ან ოფისს, სისტემა ავტომატურად შესთავაზებს დასუფთავებისა და გადაზიდვის სერვისებს.

მსგავსი მიდგომა უპრეცედენტოდ ზრდის სერვისის მიმწოდებლების ხილვადობას და მათ რეკლამას ზუსტად მიზნობრივ მომხმარებლამდე მიიტანს ზუსტად იმ მომენტში, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

დაიწყეთ დღესვე, სრულიად უფასოდ

ამ გარდამავალ ეტაპზე, მომხმარებლებისა და ბიზნესების წახალისების მიზნით, განახლებულ პლატფორმაზე საკუთარი მომსახურების განთავსება და პორტფოლიოს შექმნა სრულიად უფასოა. ეს იდეალური დროა პროფესიონალებისთვის, რათა დაიკავონ თავიანთი ნიშა, განათავსონ მაღალი ხარისხის განცხადებები და დაამყარონ პირდაპირი კავშირი საქართველოს ყველაზე დიდ ციფრულ აუდიტორიასთან.

R