დღეს ირანში ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ირანი მარტოა და ის საშინლად მარცხდება. ჩვენ ვიმარჯვებთ“, - განაცხადა ჰეგსეტმა.
"უკან არ დავიხევთ, ვიდრე მტერი სრულიად არ დამარცხდება. ამას ჩვენივე ვადებში, ჩვენი საკუთარი არჩევანის შესაბამისად ვაკეთებთ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთს დაიპყრობდა, აშშ-ს და ისრაელს პირველებს რომ არ დაერტყათ.
"ირანი ძალიან ძლიერი ქვეყანაა. ისინი ახლო აღმოსავლეთს დაიპყრობდნენ, თუ ჩვენ მათ არ დავარტყამდით“, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ირანის რაკეტებისა და სხვა იარაღის "უმეტესობა“ ამჟამად განადგურებულია. აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანიც აპირებდა ისრაელის განადგურებას, მაგრამ აშშ-მა სწორ დროს შეაჩერა ეს.
"ძალიან ვამაყობთ, რომ ამაში ვართ ჩართული. ეს მალე დასრულდება და თუ კვლავ დაიწყება, კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მიადგებათ“, - განაცხადა ტრამპმა.
"ვფიქრობ, მალე. მათ ყველაფერი დაკარგეს, მათ შორის ლიდერობა. ადამიანების უმეტესობას არც კი სმენია იმ ლიდერის შესახებ, რომელზეც საუბრობენ“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ახალ უზენაეს ლიდერზე, მოჯტაბა ხამენეიზე.
მისი თქმით, თეირანის გადაწყვეტილება, აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების საპასუხოდ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები დაეწყო, "ძალიან სულელური იყო“."ისინი ძირითადად ნეიტრალურები იყვნენ, ან სულ მცირე, არ აპირებდნენ ჩართვას“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ თეირანის მხრიდან დარტყმების შემდეგ "მეზობლები ჩვენს მხარეს გადმოვიდნენ, [ირანზე] თავდასხმა დაიწყეს და საკმაოდ წარმატებითაც“.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანზე თავდასხმით ის ასრულებს 2015 წელს მიცემულ დაპირებას, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლებას არ მისცემს.
წაიკითხეთ ასევე: