ავტორი:

მოკლე ვარცხნილობა და ვარსკვლავის შეცვლილი გარეგნობა - პარიზის მოდის კვირეულზე, ახალი იმიჯით წარმოდგენილი მარგო რობი გულშემატკივრებმა ვერ იცნეს

მოკლე ვარცხნილობა და ვარსკვლავის შეცვლილი გარეგნობა - პარიზის მოდის კვირეულზე, ახალი იმიჯით წარმოდგენილი მარგო რობი გულშემატკივრებმა ვერ იცნეს

ორშაბათს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Chanel-ის ჩვენება გაიმართა, რომელსაც „ქარიშხლიანი უღელტეხილების“ ვარსკვლავი მარგო რობიც დაესწრო. მსახიობი ღონისძიებაზე ახალი იმიჯით გამოჩნდა:

35 წლის რობიმ გამჭვირვალე თეთრი ჟილეტი მოირგო, რომელსაც ბიუსტჰალტერი და ჯინსის შარვალი შეუხამა, ხოლო ლუქი Chanel-ის ელეგანტურ ტყავის ჩანთით დაასრულა. თუმცა პაპარაცების ყურადღება მსახიობის ვარცხნილობამ მიიპყრო - ყველა აღნიშნავდა, რომ მისი თმა, ჩვეულებრივთან შედარებით, მოკლე იყო, რაც მსახიობს კიდევ უფრო დახვეწილ იერს მატებდა.

პარიზის მოდის კვირეული 2 მარტიდან 10 მარტამდე გაგრძელდება. კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, 67 მზა ტანსაცმლის ჩვენება და 31 პრეზენტაცია გაიმართება.

შანელის ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ ოპრა უინფრი, ლილი-როუზ დეპი, ოლივია დინი და ტეიანა ტეილორი.

გულშემატკივრები აქტიურად განიხილავენ მსახიობის შეცვლილ სახის ნაკვთებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ მან კოსმეტიკურ მანიპულაციებს მიმართა, რის გამოც ზედმეტად გამოეკვეთა ნაკვთები და ოდნავ მასკულინური იერი შემატა.

ნაწილი კი აღნიშნავს, რომ მსახიობი ასაკთან ერთად უკეთესობისკენ იცვლება და ახალი იერი სავარაუდოდ წონის კლებასთან არის კავშირში.

წყარო