ავტორი:

"მაცნობეს, რომ კიევის კონტროლის ქვეშ რჩება დონეცკის მხოლოდ 15-17%" - პუტინი

"მაცნობეს, რომ კიევის კონტროლის ქვეშ რჩება დონეცკის  მხოლოდ 15-17%" - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა დონეცკის ოლქის 15-17%-ს აკონტროლებს.

"ვვარაუდობდით, რომ სულ რაღაც ექვსი თვის წინ კიევის ხელისუფლება დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის დაახლოებით 25%-ს აკონტროლებდა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელთან“, დენის პუშილინთან შეხვედრაზე.

პუტინის თქმით, "აცნობეს, რომ კიევის კონტროლის ქვეშ 15-17% რჩება".