ავტორი:

კრემლმა პუტინს დაუმონტაჟებელი ვიდეო გამოუქვეყნა: "დღეს ძალიან ბევრი ვილაპარაკე, ყელი გაღიზიანებული მაქვს და ხველაც ამიტომ ამიტყდა"

კრემლმა პუტინს დაუმონტაჟებელი ვიდეო გამოუქვეყნა: "დღეს ძალიან ბევრი ვილაპარაკე, ყელი გაღიზიანებული მაქვს და ხველაც ამიტომ ამიტყდა"

73 წლის პუტინი კამერამ მაშინ გადაიღო, როდესაც შაბათ-კვირას წინასწარ ჩაწერილი მიმართვის გადაღების დროს, უეცრად ძლიერ ხველა აუტყდა.

  • დაუმონტაჟებელ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩერდება პუტინი წინადადების შუაში და რამდენჯერმე ახველებს, თან კადრს მიღმა ვიღაცას ანიშნებს.

ამას რუსეთის ლიდერის ჯანმრთელობის პრობლემებზე გავრცელებული ჭორების ხელახალ აგორება მოჰყვა, რასაც ხელი თავად კრემლმაც შეუწყო, რომლის წარმომადგენლებმაც სცადეს ჩუმად წაეშალათ ის კადრები, სადაც რუსეთის პრეზიდენტს გამოსვლის დროს ხველა ეწყება და სუნთქვა უჭირს.

ვიდეოში თავად პუტინის კომენტარიც ჩანს რომელიც აცხადებს, რომ "დღეს ძალიან ბევრი ილაპარაკა, ყელი გაღიზიანებული აქვს და ხველაც ამიტომ აუტყდა".

  • ვიდეოს თავდაპირველი სრული ვერსია კრემლის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა, თუმცა რამდენიმე წუთში ის მოულოდნელად წაშალეს და მოკლე ვერსია ატვირთეს, სადაც პუტინის ხველის ეპიზოდები აღარ ჩანს.

მოგვიანებით კრემლმა განაცხადა, რომ ორიგინალი ვიდეო შეცდომით გამოქვეყნდა.

ბოლო წლებში თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რუსეთის ლიდერი არაერთი ჭორის ეპიცენტრში მოექცა, გავრცელებული ხმები ამტკიცებენ რომ მან შესაძლოა ინსულტი გადაიტანა, ამასთან ავთვისებიანი სიმსივნე და პარკინსონის დაავადებაც სჭირს.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: