ავტორი:

"უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა" - საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

"უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა" - საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

წამოვაყენეთ დიალოგის ნაკლებობის საკითხი პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან, ასევე, ოპოზიციასთან, უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა , - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიტრომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

  • კეთძოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ, სამპიეტროს პასუხი ჟურნალისტის კითხვას მოყვა, თუ როგორ შეაფასებს “ქართული ოცნების” ბოლო ქმედებებს, „რამდენადაა მათი ნაბიჯები ანტიდემოკრატიული და ირღვევა თუ არა საქართველოში მოქალაქეების უფლებები“.

“ეს ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი რამ არის - ყველაფერზე საუბარი შეგვეძლოს ყველა აქტორთან და ვეცდები ავხსნა.

[ეუთოს] საპარლამენტო ასამბლეა ბოლო 6-7 თვის განმავლობაში მჭიდროდ მუშაობს საქართველოში ყველა აქტორთან. კონფიდენციალური, ძალიან გულწრფელი საუბარია. რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში დაინახეთ, ამ თვეების მუშაობის შედეგია. შევძელით ოპოზიციის თითქმის ყველა პარტიასთან, მაგრამ ასევე პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და [პარლამენტის] სპიკერთან მუშაობა. შევძელით ყველა საკითხის წამოყენება.

საშუალება მომეცით გითხრათ, რომ წამოვაყენეთ დიალოგის ნაკლებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები. ეს ორგანიზაცია [ეუთო] ყველანაირ ძალადობას გმობს, მაგრამ დემოკრატიულმა სისტემებმა, ასევე, მოქალაქეების უფლებები უნდა დაიცვან.

და წამოვაყენეთ დიალოგის ამ ნაკლებობის საკითხი პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან, ასევე, ოპოზიციასთან. და უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა”, - განაცხადა სამპიეტრომ.