ავტორი:

სკანდალი ჰოლივუდში: დამალული სიმართლე კენედებზე, რომელზეც "love story"-ის გამოსვლის შემდეგ ალაპარაკდნენ - "არასოდეს დამიძალებია ქორწინება ვინმესთვის"

სკანდალი ჰოლივუდში: დამალული სიმართლე კენედებზე, რომელზეც "love story"-ის გამოსვლის შემდეგ ალაპარაკდნენ - "არასოდეს დამიძალებია ქორწინება ვინმესთვის"

2026 წლის სერიალი, რომელიც ჯონ ფ. კენედი უმცროსისა და კაროლინ ბესეტის სიყვარულის ისტორიას ასახავს კვლავ ყურადღების ცენტში მოექცა, ამჯერად იმ სკანდალური განცხადების გამო, რომლის მისი პერსონაჟით აღშფოთებულმა რეალურმა დერილ ჰანამ გააკეთა New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • 65 წლის ჰანა იმით არის ცნობილი, რომ ის ჯონ ფ. კენედის კაროლინ ბესეტამდე ხვდებოდა, უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, ჯონი ჰანას ბესეტთანაც ღალატობდა.

  • ამჟამად ჰანამ კინოკარიერას თავი დაანება და თავის მეუღლესთან, მუსიკოს ნილ იანგთან ერთად შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწევა . დერილი აღარ დადის წითელ ხალიჩაზე, აღარ იძლევა ინტერვიუებს და პრაქტიკულად აღარ მონაწილეობს კულტურულ ღონისძიებებში.

ამიტომაც ნათელია, რომ სერიალში ნაჩვენებმა ჰანას პერსონაჟმა ის "ძალიან გააბრაზა:.

რა თქმა უნდა, დრამატული თავისუფლება ხელოვნების თანმდევი ფაქტორია, მაგრამ საქმე აშკარად ცუდადაა მაშინ, როდესაც ნამდვილი ადამიანს, ვისაც ფილმში ან სერიალში დაქირავებული მსახიობი განასახიერებს, საჯაროდ გამოსვლა და თავს დაცვა უწევს.

"სერიალში წარმოდგენილი პერსონაჟი ”დერილ ჰანა“ რეალურად , საერთოდ არ ასახავს ჩემს ცხოვრებას, ჩემს ქცევას ან ჩემს ურთიერთობას ჯონთან. საქციელი, რომელიც მე მომაწერეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ცხოვრებაში არასოდეს მომიხმარია კოკაინი და არასოდეს მიმიღია მონაწილეობა კოკაინით გაჯერებულ წვეულებებში. არასოდეს დამიძალებია ქორწინება ვინმესთვის, არასოდეს შემიბღალავს ოჯახის მემკვიდრეობითი ნივთი და არასოდეს შევჭრილვარ სხვის პირად სამგლოვიარო ცერემონიაში. არასოდეს შემიდარებია ჟაკლინ ონასისის სიკვდილი ძაღლის სიკვდილთან. ჩემთვის აღმაშფოთებელია, რომ ტელესერიალის გამო თავის დაცვა მიწევს. ეს არ არის პერსონაჟთან დაკავშირებული შემოქმედებითი გადაჭარბება ეს არის ბრალდებები ქცევის შესახებ და ისინი მცდარია" - წერს ჰანა

  • ჰანას ასეთი მკაცრი განცხადება აჩენს კითხვას, ხომ არ შეიტანს ის სარჩელს ცილისწამების გამო?

ჩნდება შთაბეჭდილება რომ “Love Story“ -ის ავტორებმა მიზანმიმართულად გადაწყვიტეს ჰანას რეპუტაციის განადგურება, იმისთვის რომ ბესეტი ჯონ კენედი უმცროსის სრულყოფილი მეუღლედ წარმოეჩინათ.

სიმართლე კი სულ სხვაა, სწორედ კაროლინ ბესეტის ჰქონდა კოკაინის პრობლემა. სწორედ ის იყო, ვინც თითქოს ქორწინებისადმი ინტერესს არ ამჟღავნებდა, მაგრამ სინამდვილეში ჯონ კენედი უმცროსის გარემოცვაში მოხვედრას, მის გაცნობას და შემდეგ ცოლად გაყოლას ცდილობდა.

უკვე ბეჭდვიდან ამოღებულ მემუარებში ბესეტის ყოფილი შეყვარებული, Calvin Klein-ის მოდელი მაიკლ ბერგინი წერს, რომ ბესეტმა ორჯერ გაიკეთა აბორტი.

"კაროლინი ეგოისტი იყო. მეგობრების შეყვარებულებსაც კი ეცილებოდა. ერთ კოლეგას, რომელიც მას აღმერთებდა, ურჩია დაეტოვებინა მეგობარი ბიჭი მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკმარის ფულს არ შოულობდა" - წერს ბერგინი.

როდესაც ბესეტის მეგობრებმა და კოლეგებმა 1996 წელს ნიუ-იორკის პარკში გადაღებული ფოტოები და ვიდეოები ნახეს, სადაც ის და ჯონ კენედი უმცროსი ჩხუბობდნენ, ბესეტი კენედი უმცროსს ზურგზე ახტებოდა და ხელს ურტყამდა, ერთმა მათგანმა განაცხადა “აი ეს არის ნამდვილი კაროლინი.“

სერიალი იმდენად შორს მიდის, რომ ამ საჯარო ძალადობასაც კი რომანტიზებას უკეთებს, მერფის ვერსიაში კი ეს ყველაფერი უბრალოდ ბესეტის ყოყმანია ჯონის საქორწინო შეთავაზებაზე, თითქოს გამოცდა, რომელიც მათ ნამდვილ სიყვარულამდე მიიყვანდა.

რაც შეეხება კამბერლენდის კუნძულზე, ქორწინებას, მერფის სერიალში ის ზღაპარს ჰგავს, პატარა ცერემონია კერძო კუნძულზე, ისტორიულ სამლოცველოში, სანთლების შუქზე.

რეალურად კი სტუმრები საშინელ სიცხეში ოფლში ცურავდნენ და მათ თან "ჩიგერებად' წოდებული მიკროსკოპული მწერები კბენდნენ, ამ დროს პატარძალი კაბის გამო ნერვიულობდა, ხოლო სიძე ვერ მიხვდა, რომ სამლოცველოში არც კონდიციონერი იყო და ფანჯრებიც ისე იყო შეღებილი იყო რომ ვერ იღებოდა.

თავად ჯონ კენედი უმცროსიც, მეგობრებისა და ოჯახის მიერ შექმნილი მითის საწინააღმდეგოდ, მუდმივად ღალატობდა პარტნიორებს, ვერ იტანდა მარტო ყოფნას და ხშირად მათ სახიფათო თავგადასავლებში ჩათრევას აიძულებდა.

მსგავსი პროექტები, რომლებიც ბესეტის თითქმის წმინდანად წარმოჩენილ ბიოგრაფიაზეა დაფუძნებული, კიდევ უფრო ამყარებს კენედების შესახებ მითს და აჩენს სერიოზულ გაუგებრობას იმაზე, თუ ვინ იყვნენ სინამდვილეში ეს ადამიანები და რა ადგილი უნდა ეკავოთ ისტორიაში.

ეს ყველაფერი “Love Story“-ში საერთოდ არ ჩანს რაც სამწუხაროა, რადგან ისტორია ბევრად უფრო საინტერესო გამოვიდოდა. როგორც ამბობენ, სიმართლე ხშირად უფრო უცნაურია, ვიდრე ფიქცია.

წყარო