ევროპის უდიდესი ავტომწარმოებელი, Volkswagen-ი 2030 წლისთვის გერმანიაში დაახლოებით 50 ათას სამუშაო ადგილს გააუქმებს, ავტოკონცერნის მოგება 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცადა და 2025 წელს, გადასახადების გადახდის შემდეგ დაახლოებით 44%-ით შემცირდა.

როგორც კონცერნის გენერალურმა, დირექტორმა ოლივერ ბლუმმა აქციონერებს განუცხადა შემცირება თავად გერმანიაში მოხდება.
Volkswagen Group-ს ისეთი ცნობილი ბრენდები ეკუთვნის როგორიცაა: Audi, Bentley, Lamborghini, Porsche, SEAT და Škoda, სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი MAN, Scania და მოტოციკლების ბრენდი Ducati.

კონცერნის განცხადებით, მოგების ვარდნა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის:
ჯამში გერმანიაში Volkswagen -ის სამი ქარხნის დაიხურება რაც ათიათასობით თანამშრომლის გათავისუფლებას გამოიწვევს.
სხვა გერმანული ავტოკომპანიების მსგავსად , Volkswagen-ი ძლიერ დაზარალდა ჩინეთში მოთხოვნის შემცირების გამო, რომელიც ადრე მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარს წარმოადგენდა. ამავე დროს ჩინური ბრენდები ევროპულ ბაზარზე აქტიურად შედიან და ევროპელ მწარმოებლებზე ზრდიან ზეწოლას.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის -ის გადაწყვეტილებამ, ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ , სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა.
წლიურ ანგარიშში კომპანიამ განაცხადა, რომ მისი წმინდა მოგება გადასახადების გადახდის შემდეგ 12.4 მილიარდი ევროდან 6.9 მილიარდ ევრომდე შემცირდა.
"ელექტრო რევოლუცია" და მაღალი ხარჯები
ავტომობილების წარმოება გერმანიის მთლიანი სამრეწველო წარმოების დაახლოებით 20%-ს შეადგენს. კვლევითი კომპანია Capital Economics-ის მონაცემებით, მომარაგების ჯაჭვის გათვალისწინებით ეს სექტორი ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 6%-ს ქმნის.

თავად ინდუსტრიაში დაახლოებით 780 ათასი ადამიანი არის დასაქმებული, ხოლო კიდევ მილიონობით სამუშაო ადგილი ავტომობილების წარმოების დარგზეა დამოკიდებული.
ევროკავშირის ქვეყნები მომდევნო ათწლეულში შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების ეტაპობრივ გაუქმებას გეგმავენ, რის გამოც ავტოკომპანიებს ელექტრომობილების განვითარებასა და ახალი საწარმოო ხაზების შექმნაში ათეულობით და ზოგჯერ ასეულობით მილიარდი ევროს ინვესტირება უწევთ.
გარდა ამისა, შრომითი კანონმდებლობისა და პროფკავშირებთან შეთანხმებების გამო გერმანია ის სახელმწიფოა, სადაც ავტომობილების წარმოება მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ჯდება.
Capital Economics-ის მონაცემებით, 2023 წელს გერმანიის ავტოინდუსტრიაში საშუალო საბაზისო ხელფასი თვეში დაახლოებით 5300 ევრო იყო, მაშინ როცა მთელ ქვეყანაში საშუალო ხელფასი 4300 ევროს შეადგენდა.
სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, რომელმაც ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
იაფ რუსულ გაზზე უარის თქმა დაემთხვა ბირთვული ენერგეტიკის შემცირებას, რის შედეგადაც ენერგიის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ასევე არსებობს საფრთხე, რომ ირანთან დაკავშირებულმა სამხედრო დაძაბულობამ პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს.
ყოველივე ამის ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანელი ავტომწარმოებლები ძირითადად ექსპორტზე არიან ორიენტირებული და მათი ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ აშშ-სა და ჩინეთზე მოდის.