თურქული კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და ქარიზმატული ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჯემრე ბაისელი, მაყურებელმა ისეთი პოპულარული სერიალებით შეიყვარა, როგორებიცაა „ბედის თამაში“, „შენზე მშვენიერი“ და „დამმალე“. მისი გამორჩეული გარეგნობა - უზარმაზარი მწვანე თვალები და ბუნებრივი არტისტიზმი - მას თანამედროვე ეკრანის ნამდვილ მუზად აქცევს. ამჯერად ის საზოგადოებამ თურქული სერიალების ვარსკვლავის მურათ ილდიმირის სასცენო პარტნიორის როლში იხილა, სერიალში "სიყვარული და ცოდვა".


მხატვრობიდან გადასაღებ მოედნამდე
ბევრმა არ იცის, რომ ჯემრე პროფესიით მხატვარია. მან ეგეოსის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა კინოსამყარომ ისე გაიტაცა, რომ სწავლის შეწყვეტა მოუწია. ხატვა დღემდე მისი მთავარი თერაპიაა - მსახიობი გადასაღები მოედნის შესვენებებზეც კი ხშირად ხატავს ესკიზებს.
მისი დებიუტი 2014 წელს სერიალში „მწვანე ზღვა“ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდური როლი ჰქონდა, მისმა მწვანე თვალებმა პროდიუსერების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. ნამდვილი პოპულარობა კი სერიალმა „ხელი არ გამიშვა“ (2018) მოუტანა, სადაც მელის ჩელენის რთული პერსონაჟი განასახიერა.

"ლეილა“ - შურისძიების ახალი ეტაპი
2024 წლის შემოდგომაზე ჯემრე ეკრანებს სულ სხვა ამპლუაში დაუბრუნდა. დრამაში „ლეილა“ ის განასახიერებს გოგონას, რომელმაც ბავშვობაში ყველაფერი დაკარგა და ნაგავსაყრელზეც კი მოუწია ცხოვრება. დღეს ის წარმატებული შეფ-მზარეულია, თუმცა მისი მთავარი მიზანი კულინარია კი არა, შურისძიებაა.

პირადი ცხოვრება: აიტაჩ შაშმაზი და „მეორე შანსი“
ჯემრესა და მისი პარტნიორის, აიტაჩ შაშმაზის სიყვარულის ისტორია სერიალ „ბედის თამაშის“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო. წყვილი 2021 წელს დაუახლოვდა ერთმანეთს, თუმცა 2022 წელს მოულოდნელად დაშორდნენ, რამაც ფანების დიდი გულისტკივილი გამოიწვია.

თურქული მედიის ინფორმაციით, 2024 წლის მაისში წყვილმა ურთიერთობის აღდგენა გადაწყვიტა. მათ ხშირად ხედავენ ერთად სტამბოლის ქუჩებში, თუმცა ჯემრე ინტერვიუებში პირადზე საუბარს მაინც ერიდება და აქცენტს თავის ოჯახსა და საყვარელ კატებზე აკეთებს.
გატაცება, რომელიც მამამ შთააგონა
ჯემრეს ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გატაცება მანქანის სწრაფი მართვა და კლასიკური ავტომობილებია.
„მამამ მანქანის მართვა 15 წლის ასაკში მასწავლა. ის თავად აწყობდა კლასიკურ მანქანებს და მეც ამ ისტორიებზე გავიზარდე“, - ამბობს მსახიობი. მისი ოცნებაა პროფესიონალურ რბოლაში მონაწილეობა, სასურველი ავტომობილი კი Ford Mustang-ია.
საინტერესო ფაქტები ჯემრეს შესახებ:
წაიკითხეთ ასევე: