ავტორი:

ისრაელმა თეირანში დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყო, საპასუხო დარტყმები იყო ირანიდანაც - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

ისრაელმა თეირანში დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყო, საპასუხო დარტყმები იყო ირანიდანაც - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

სამშაბათს ისრაელმა ირანის დედაქალაქ თეირანში დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადა.

სამშაბათს განხორციელებული დარტყმების დროს ისრაელმა დარტყმები მიაყენა თეირანსა და ქალაქ თავრიზს. კერძოდ, ისრაელმა განაცხადა, რომ განხორციელდა "ცენტრალურ სამეთაურო ცენტრებზე დარტყმები, სადაც ირანის ტერორისტული რეჟიმის თანამშრომლები იყვნენ განლაგებულნი“.

პირველი ტალღის დროს, ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დარტყმები მიაყენეს სამხედრო ობიექტს და დიდ კომპლექსს.

  • ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანმა კი ისრაელის მიმართულებით რაკეტები წუხელ სამჯერ გაუშვა.

თავდასხმის შედეგად სირენები ცენტრალურ ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში ამოქმედდა.

ისრაელის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების ნაწილი მოიგერია, ნაწილი კი ღია ტერიტორიებზე დაეცა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.

წაიკითხეთ ასევე: