ავტორი:

"ემიგრაციაში ყოფნის დროს დავგეგმეთ, მთელი საქართველო უნდა შემოგვეარა... არ დაგვცალდა ჩვენი გეგმის განხორციელება" - რას წერს ანი ნადარეიშვილი

"ემიგრაციაში ყოფნის დროს დავგეგმეთ, მთელი საქართველო უნდა შემოგვეარა... არ დაგვცალდა ჩვენი გეგმის განხორციელება" - რას წერს ანი ნადარეიშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:

"საოცარია მესხეთი, იქ, სადაც ჰაერი ჯერ კიდევ გაჟღენთილია წარსულის სურნელით და ქვის კედლები ძველ ამბებს ინახავენ. ემიგრაციაში ყოფნის დროს დავგეგმეთ, მთელი საქართველო უნდა შემოგვეარა, ყველა კუთხე-კუნჭული, ყველა ისტორიული ადგილი, შვილებისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო ჩვენი სამშობლოს ისტორია და გვეჩვენებინა ჩვენი ქვეყნის სილამაზე.

არ დაგვცალდა ჩვენი გეგმის განხორციელება, მაგრამ მჯერა, რომ მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი და თავისუფლების სურნელით გაჯერებული საქართველო კიდევ უფრო ფერადი და ლამაზი იქნება. და როცა ყველა ბილიკს გავივლით, ყველა მდინარის ჩხრიალსა და ყველა ნაკადულის ჩურჩულს მოვისმენთ, ღრმად მწამს, ერთხელაც გაგრაშიც შევაბიჯებთ ამაყად" - წერს ანი ნადარეიშვილი.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზეა ბრალდებული, მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ითვალისწინებს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე ორი დღის წინ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 317-ე მუხლით დაიწყო, რაც დამხობის მოწოდებას გულისხმობს.კერძოდ, საქმე ეხება ბაჩო ახალიას სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას - "ივანიშვილი უნდა დაემხოს“.

წაიკითხეთ ასევე: