აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს 16 ირანული დამნაღმველი გემი გაანადგურეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტნა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა გაანადგურა 10 დამნაღმველი გემი და რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა მოსალოდნელი.
ცნობისთვის, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პროცესი არ არის მასშტაბური და ბოლო დღეებში რამდენიმე ათეული ნაღმი განთავსდა.
ასევე, CBS-მა დაწერა, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების განლაგებისთვის ემზადება. CBS-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირანი მცირე ზომის ხომალდებს იყენებს.
წაიკითხეთ ასევე: