დასავლეთ შვეიცარიის პატარა ქალაქ კერცერსში, ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. კიდევ სამმა მგზავრმა მძიმე დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
„ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურებს ავტობუსი მთლიანად ცეცხლი გახვეული დახვდათ“, - ნათქვამია რეგიონული მთავრობის განცხადებაში.
ფრიბურგის პოლიციის ცნობით, ავტობუსს ცეცხლი სამშაბათს საღამოს, დედაქალაქ ბერნიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე, ქალაქ კერცერსის გზაზე გაუჩნდა.
„ამ ეტაპზე, გვაქვს გარკვეული მინიშნებები, რომ შესაძლოა ავტობუს განგებ წაუკიდეს ცეცხლი“, - განაცხადა ფრიბურგის პოლიციის წარმომადგენელმა ფრედერიკ პაპომ.
პოლიციის ცნობით, სამი დაშავებული ვერტმფრენით და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კიდევ ორს ადგილზე გაეწია დახმარება.
სოციალურ მედიაში მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მგზავრმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა.
შვეიცარიის პრეზიდენტმა გაი პარმელენმა სამძიმარი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ინციდენტი გამოძიების პროცესშია.