ავტორი:

რატომ გაუჩინარდა სერიალ Lost-ის ვარსკვლავი ჰოლივუდიდან მაშინ, როდესაც პოპულარობის პიკზე იყო? - წლების შემდეგ, მსახიობმა მიზეზი გაამხილა

რატომ გაუჩინარდა სერიალ Lost-ის ვარსკვლავი ჰოლივუდიდან მაშინ, როდესაც პოპულარობის პიკზე იყო? - წლების შემდეგ, მსახიობმა მიზეზი გაამხილა

სერიალ „დაკარგულების“ (Lost) ვარსკვლავი მეთიუ ფოქსი, რომელიც ამჟამად 59 წლისაა, უკვე ათ წელზე მეტია ჰოლივუდიდან გაუჩინარდა და უფრო მეტიც, სამსახიობო კარიერა მიატოვა.

წლების წინ ის ცნობილ სერიალში დოქტორ ჯეკ შეფარდის როლს ასრულებდა. მილიონობით თაყვანისმცემლის ყურადღებას ვერ აუდიოდა და საუკეთესო როლებზე შეთავაზებებსაც არ უჩიოდა.

ცოტა ხნის წინ ფოქსი ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში - ის „იელოუსტოუნის“ სპინ-ოფში ბრუნდება. ახალი სერიალის პრემიერაზე მედიასთანაც ისაუბრა და უპასუხა შეკითხვას, თუ გახდა მიზეზი მისი ჰოლივუდიდან გაუჩინარებისა.

„ვიგრძენი, რომ დრო იყო ჩემს ოჯახს დავკავშირებოდი“, - განუცხადა მან Variety-ს.

  • ვარსკვლავმა აღიარა, რომ „დაკარგულების“ გადაღებების პიკში, დატვირთული გრაფიკის გამო, საკუთარი შვილების ბავშვობის რამდენიმე წელი გამოტოვა.

„მათი ბავშვობის ნაწილი გამომრჩა, რადგან მუდმივად ვიყავი „დაკარგულების“ გადასაღებ მოედანზე.

შემდეგ დადგა შესაფერისი დრო, რომ უკან დავხეულიყავი და დრო გამეტარებინა იმ ადამიანებთან, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს და ვზრუნავ ამ სამყაროში“, - თქვა მან.

თუმცა, ჩრდილში ყოფნის ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ფოქსმა თქვა, რომ კამერებთან მუშაობა მოენატრა.

“ცოტათი მენატრებოდა...“, - განმარტა მან და დასძინა, რომ სწრაფად დათანხმდა, პროდიუსერ ტეილორ შერიდანის შეთავაზებას ახალ როლზე.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ხანგრძლივი კარიერა ჰოლივუდთან არის დაკავშირებული, ის ადრეც საუბრობდა სურვილზე, უფრო მშვიდ გარემოში ეცხოვრა.

2008 წელს მსახიობმა განაცხადა, რომ მისი ოჯახი ორეგონში გადასვლას განიხილავდა, სადაც ნათესავები ცხოვრობდნენ და უამრავი შესაძლებლობა იყო ღია ცის ქვეშ დასვენებისთვის.

„მე მიყვარს თევზაობა, ლაშქრობა და თხილამურებით სრიალი. მთები, სუფთა ჰაერი, ეს ყველაფერი ორეგონში საკმაოდ ხელმისაწვდომია; შორს გამგზავრება არ არის საჭირო“, - განუცხადა ფოქსმა People-ს.

მან მსახიობობა 2014-დან 2021 წლამდე შეწყვიტა. ფოქსის ვაჟები - კაილი ამჟამად 28 წლისაა, ხოლო ბაირონი, 25 წლის.

მეთიუ ფოქსის ვაჟები

წყარო

იხილეთ ასევე: