უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, იმ ფონზე, როცა ქვეყნის სიახლოვეს ომი მძვინვარებს, ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების ფსონები ნათელია - ქვეყანა ომში არ უნდა ჩაერთოს.
„ჩვენს კართან ომი მძვინვარებს.უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც: არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში, არ გაუგზავნის იარაღს უკრაინაში, არ დააფინანსებს კონფლიქტს. მომავალი არჩევნების ფსონები ნათელია - უნგრეთი ამ ომში არ უნდა ჩაერთოს!“- აცხადებს ორბანი.