დასავლეთ შვეიცარიის პატარა ქალაქ კერცერსში, ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პოლიციის განცხადებით, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მგზავრმა თავი დაიწვა, რის შედეგადაც ცეცხლი მთელს ავტობუსს მოედო - დაიღუპა 6 ადამიანი, სამმა მგზავრმა მძიმე დამწვრობა მიიღო, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.


შემთხვევა დაახლოებით საღამოს 6:25 საათზე მოხდა. ავტობუსი დიუდინგენიდან კერცერსის მიმართულებით მოძრაობდა, როდესაც ბოლო გაჩერებამდე ცოტა ხნით ადრე ხანძარი გაჩნდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ავტობუსი რეგიონულ სატრანსპორტო ქსელს ეკუთვნის და მას კომპანია PostBus მართავს.

შვეიცარიული საინფორმაციო სააგენტო Keystone-ATS-ის ცნობით, ერთი ადამიანი ვერტმფრენით გადაიყვანეს. გამოძიება კვლავ გრძელდება.

„ვწუხვარ და მწყინს, რომ შვეიცარიაში ხანძარს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. მიმდინარეობს გამოძიება. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ნათესავებს" - დაწერა შვეიცარიის პრეზიდენტმა გაი პარმელენმა X-ზე.


იხილეთ ასევე: