იტალიამ ცნობილი იტალიელი მხატვრის, კარავაჯოს ნამუშევარი 30 მილიონ ევროდ შეიძინა.
კარავაჯოს ნახატის შეძენა „ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის გაძლიერების ფართომასშტაბიანი პროექტის“ ნაწილია.
იტალიის კულტურის მინისტრმა, ალესანდრო ჯულიომ ნამუშევარი „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ მქონედ შეაფასა. მისივე თქმით, ეს იტალიის ხელისუფლების მცდელობაა, ხელი შეუშალოს ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშების კერძო კოლექციებში მოხვედრას.
მაფეო ბარბერინის პორტრეტი დიდი ხნის განმავლობაში ფლორენციაში, კერძო კოლექციაში ინახებოდა. ფართო საზოგადოებას პირველად 2024 წელს, რომში გამართულ გამოფენაზე წარუდგინეს.
პორტრეტი ამჟამად პალაცო ბარბერინის მუდმივ კოლექციაში ინახება. მისი გამოფენა კარავაჯოს სხვა ნამუშევრებთან ერთად იგეგმება.