ავტორი:

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - "სახლში იყო, როცა შეტევა დაეწყო"

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - "სახლში იყო, როცა შეტევა დაეწყო"

თელავში ორსული ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით 44 წლის ქალი 8 თვის ორსული იყო და თელავის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. გარდაცვლილის ახლობლებო ფიქრობენ, რომ მიზეზი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბი გახდა, რადგან ქალი სწორედ ამ მიზეზით მკურნალობდა ის და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა..

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპული ქალი 44 წლის მაკა ასაბაშვილია.

"ბოლო პერიოდში მკურნალობდა კიდეც, თუმცა თრომბი მაინც განვითარდა. სახლში იყო და შეტევა სწორედ იმ დროს დაეწყო" - ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.

შემთხვევის დროს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც გამოიძახეს, თუმცა ექიმებს ქალი და უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ასევე ნაყოფის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

კლინიკაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.