ავტორი:

“ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“ - ირანის პოლიციის უფროსის განცხადებით, ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს “ისე მოექცევიან, როგორც მტრებს“

“ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“ - ირანის პოლიციის უფროსის განცხადებით, ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს “ისე მოექცევიან, როგორც მტრებს“

ირანის პოლიციის უფროსის, აჰმადრეზა რადანის განცხადებით, ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყების შემთხვევაში მომიტინგეებს ისე მოეპყრობიან, როგორც მტრებს.

„თუ ვინმე მტრის სურვილების შესაბამისად გამოვა, ჩვენ მას მხოლოდ მომიტინგედ აღარ აღვიქვამთ, ჩვენ მას მტრად აღვიქვამთ. მათ ისე მოვექცევით, როგორც მტრებს. მთელს ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ, მზად არიან, ჩვენი რევოლუცია დაიცვან“, - განაცხადა აჰმადრეზა რადანმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთნიაჰუმ გუშინ განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის დასასრული ირანელი ხალხის ნებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, „სურს, რომ ირანელმა ხალხმა ტირანიის უღელი მოიხსნას“. „საბოლოოდ, ეს მათზეა დამოკიდებული. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ქმედებებით მათ [ირანის რეჟიმი] ძვლებს ვამტვრევთ. თუ ირანელ ხალხთან ერთად წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ამას საბოლოოდ დავასრულებთ და ცვლილებას მოვახდენთ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.