"თქვენ თქვით ოქროს მოწმის სახით ვარო და ვის მხარეს ხართ ოქროს მოწმე, რაც გისმენთ, არც დისტრიბუტორები და არც ქსელები სცოდავენო“ - ასე მიმართა დეპუტატმა ნინო წილოსანმა "ევროპროდუქტის“ დირექტორს, გიორგი (გოგა) თავდიშვილს პარლამენტის ფასების შემსწავლელ კომისიაზე.
"თქვენ თქვით ოქროს მოწმის სახით ვარო და ვის მხარეს ხართ ოქროს მოწმე, რაც გისმენთ, არც დისტრიბუტორები და არც ქსელები სცოდავენო, თითქოს, აქ ტყუილად ვართ დაკავებული ამ საკითხით... თქვენი გადმოსახედიდან გვითხარით სად არის თქვენი სოციალური პასუხისმგებლობა ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა: პირველადი მოხმარების პროდუქტები, რძე, პური და ა.შ“, - მიმართა ნინო წილოსანმა "ევროპროდუქტის“ დირექტორს.
საპასუხოდ გიორგი თავდიშვილმა განაცხადა, რომ "ევროპროდუქტის“ რეალიზაციაში პირველადი მოხმარების პროდუქტებს არ უჭირავს იმხელა წილი, რომ მოგებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
"მე არ მითქვამს არ დისტრიბუტორი არ სცოდავს და არც ქსელი. ჩვენ ვახორციელებთ განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტს. მოკლე ანალიზი რომ გავაკეთოთ, რატომ არის ძვირი ეს პროდუქტი დღეს - დაახლოებით 1.60 ევრო ღირდა ევროპიდან 1 კგ. კარაქი, დღეს მწარმოებლისგან ასაღები ფასი არის 9 ევრო, საუბარია დაახლოებით 15-წლიან ვადაში და არც კი განიხილავენ ნებისმიერ საუბარს რაიმე ფასდაკლებაზე, რადგან სურსათის სერიოზული დეფიციტია და ამ სერიოზულ ბრენდებს აქვს საოცარი რეალიზაცია. გააგრძელეთ კითხვა
იხილეთ ასევე: