ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. როგორც სუს-ში აღნიშნავენ, თარგამაძე გამოკითხვაზე 11:00 საათზეა დაბარებული, თუმცა რის საფუძველზე, ამას არ განმარტავენ.
ამასთან, "ინტერპრესნიუსს" გივი თარგამაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, გივი თარგამაძე სუს-ში მივა.
სავარაუდოდ, გივი თარგამაძე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული ირანის შესახებ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.