Forbes-ის 2026 წლის გლობალურმა რეიტინგში მსოფლიოს უმდიდრესი ქართველების სიას სათავეში აღარ უდგას ბიძინა ივანიშვილი. ლიდერის პოზიცია მიხეილ ლომთაძემ, ყაზახური ფინტექ-გიგანტის, Kaspi-ის აქციონერმა და მმართველმა დირექტორმა დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ ლომთაძე წლებია ალმატიში ცხოვრობს და მისი ძირითადი ბიზნესი ყაზახეთშია კონცენტრირებული, Forbes მას, მოქალაქეობის გათვალისწინებით, საქართველოდან წარდგენილ მილიარდერებს შორის აკვირდება.
მთავარი ციფრები:
წლების განმავლობაში უცვლელი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, წელს რეიტინგში მეორე პოზიციას დასჯერდა. 70 წლის ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის ქონება, Forbes-ის შეფასებით, კვლავ $2,7 მილიარდს შეადგენს. ივანიშვილი 1560-ე ადგილს იკავებს მსოფლიო რეიტინგში.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ქონების დინამიკა სტაბილურია, თუმცა 2024 წელს მის წინააღმდეგ დაწესებულმა გარკვეულმა საერთაშორისო სანქციებმა ბიზნესმენის ირგვლივ პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტი გაართულა.

საინტერესოა, რომ ყაზახეთის რეიტინგში ლომთაძეს მხოლოდ მისივე პარტნიორი, ვიაჩესლავ კიმი უსწრებს, რომლის ქონებაც $7,8 მილიარდად არის შეფასებული.
როგორც ჩანს, Kaspi-ის წარმატებული სტრატეგია, მათ შორის თურქეთის ბაზარზე შესვლა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, პირდაპირ აისახება ბიზნესმენების პირად კაპიტალზე.
მიხეილ ლომთაძის გზა წარმატებამდე, როგორც თვითონ ამბობს, უკიდურესად საინტერესო, თუმცა რთულიც იყო...
მომავალი ბიზნესმენი 1975 წლის 17 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამა, ნუგზარ ლომთაძე 25 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის სამხედრო სამსახურში იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილი ამბობს, რომ ამის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ხშირად უწევდათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამიტომაც მისთვის ახალ ადგილას ფეხის მოკიდება მოზრდილობისას უკვე აღარ იყო რთული.
მამას სურდა შვილს ტექნიკური განხრით ესწავლა, თუმცა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა მის ასეთ დიდ წარმატებას.
ბიზნესმენს ერთი და ჰყავს, რომელიც მშობლების მსგავსად, საქართველოში, უფრო ზუსტად კი ბათუმში ცხოვრობს.
ლომთაძემ ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო და მსოფლიოში რიგით მე-3 უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ჩაირიცხა. 2002 წელს ლომთაძემ ჰარვარდის მაგისტრის MBA ხარისხი აიღო და დიდი გეგმებით საქართველოს დაუბრუნდა.
1995 წელს, ბიზნესმენმა საქართველოში კომპანია "ჯი-სი-სი აუდიტი" დააფუძნა და ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. 2002 წელს, კომპანია "ერსტ ენდ იანგის" შემადგენელი ნაწილი გახდა. ამავე წელს ლომთაძემ მუშაობა რუსეთში "ბეარინგ ვოსტოს კეპიტალ პარტერსში" დაიწყო და საინვესტიციო პროექტების მენეჯერის თანამდებობა მიიღო, 2004 წელს ამ კომპანიის პარტნიორიც გახდა.
2003 წელს ბიზნესმენი რუსეთის ლიზინგური კომპანია, "ეუროპლანის" დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, მოგვიანებით თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და 2005 წლიდან საბანკო პროგრამული მოწყობილობის წამყვანი კომპანიის "ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის" დირექტორთა საბჭოს წევრობაც შეითავსა. 2008 წლიდან ლომთაძე ყაზახური პლატფორმის Kaspi-ს ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი ხდება.
იხილეთ ასევე: