“ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დაშავებულია, თუმცა თავს კარგად გრძნობს“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„არ ვიცი მისი პირველი სიტყვით გამოსვლა როდის იქნება“, - განაცხადა ბაგაიმ.
ესმაილ ბაგაიმ მოჯთაბა ხემენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი არჩევა კონსტიტუციის შესაბამისად მოხდა.
„ლიდერის პოზიციაზე სამი თუ ოთხი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, მაგრამ ექსპერტთა ასამბლეის უმრავლესობამ ის აირჩია. ეს იმას ადასტურებს, რომ სისტემა ერთი ადამიანის მიერ არ იმართება“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.