ჰავაის ვულკანი კილაუეა სამშაბათს დილით კვლავ ამოიფრქვა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე სახიფათო პირობები შექმნა.
ამოფრქვევა ადგილობრივი დროით საღამოს 6:21 საათზე დასრულდა. ვულკანიდან გამოიყო ვულკანური ქანებისა და ფერფლის ნაზავი, რის გამოც რამდენიმე საავტომობილო გზა დაიკეტა და გარკვეული ფრენები გაუქმდა.

USGS-ის მეცნიერების მთავარი შეშფოთების საგანი ვულკანური აირია, რომელიც ქარის მოძრაობის მიმართულებით შეიძლება გავრცელდეს და ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჰაერში მისი კონცენტრაცია მაღალ დონეზე იქნება.
ამოფრქვევების არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო, ჰავაის ოლქის ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით სიფრთხილის ზომები გაამკაცრეს. მაცხოვრებლებს ურჩევენ, მოამზადონ საგანგებო სიტუაციების ნაკრები, მათ შორის აუცილებელი ნივთები, როგორიცაა წყალი, საკვები და სამედიცინო მარაგი.
კილაუეა ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი სიმაღლე 1247 მეტრია. იგი დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება. ინტენსიური აქტივობის ფაზაში 2011 წლის 6 მარტს შევიდა.
კილაუეა უკანასკნელად 1952, 1954 და 1955 წლებში ამოიფრქვა.