ავტორი:

22 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა ტანკერზე, რომელსაც ირანი დაესხა თავს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ერაყის წყლებში აფეთქებულ ხომალდზე?

22 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა ტანკერზე, რომელსაც ირანი დაესხა თავს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ერაყის წყლებში აფეთქებულ ხომალდზე?

ცნობილი გახდა, რომ 12 მარტის ღამეს, ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ რამდენიმე ტანკერს ირანი დაესხა თავს, რის შემდეგაც თითოეულ მათგანზე ხანძარი გაჩნდა.

  • როგორც აღმოჩნდა ერთ-ერთ ტანკერზე, სახელად Zephyros-ზე 22 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ერაყის წყლებში მყოფი მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი სინამდვილეში ბერძნულია. მასზე თავდასხმა განხორციელდა ტანკერთან, ნავებით მიტანილი ასაფეთქებელი საშუალებებით, რომელიც სავარაუდოდ, დისტანციურად იმართებოდა.

Zephyros-ის ბორტზე 22 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქართველია გემის კაპიტანიც.

გემს ერთი გემიდან მეორეზე გადაჰქონდა ტვირთი.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ არის, ისინი გადაარჩინეს და ერაყულ გემზე გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც გემი ცეცხლში გაეხვა.

ერაყის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მათმა სახელმწიფო ნავთობის მარკეტინგის კომპანიამ (SOMO) დაადასტურა, რომ 2013 წელს აგებული, 50 200 ტონიანი ტანკერი Zephyros-ი იყო ერთ-ერთი იმ ტანკერებიდან, რომლებიც ღამით თავდასხმის სამიზნედ იქცნენ.

მეორე გემი იყო 74000 ტონიანი ტანკერი Safesi Vishnu, რომელიც 2007 წელს აშენდა და მარშალის კუნძულების დროშით მცურავი იყო.

წყარო

იხილეთ ასევე: