ავტორი:

კეტი პერიმ კეტი პერის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო - უცნაური საქმის დეტალები

კეტი პერიმ კეტი პერის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო - უცნაური საქმის დეტალები

ავსტრალიელმა დიზაინერმა Katie Perry-მ (კეტი პერი) ამერიკელ მომღერალ კეტი პერის სასამართლო დავა მოუგო. დავა 2019 წლეს დაიწყო, როცა დიზაინერმა კეიტი ტეილორმა, რომელიც ბრენდისთვის თავისი ქალიშვილობის სახელს, Katie Perry-ს იყენებს, მომღერლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

  • ის ამტკიცებდა, რომ მომღერალმა მისი ბრენდის - Katie Perry-ის სავაჭრო ნიშანი დაარღვია. დიზაინერი აღნიშნავდა, რომ ამ სახელწოდებას საკუთარი ბრენდისთვის დიდი ხანია იყენებს და იგი მისი ქალიშვილობის გვარზეა დაფუძნებული.

სასამართლოში სარჩელი მომღერალმაც შეიტანა და ბრენდის გაუქმება მოითხოვა.

„ეს წარმოუდგენლად გრძელი და რთული გზა იყო,“ - განაცხადა Katie Taylor-მა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რისიც ყოველთვის სჯეროდა - სავაჭრო ნიშნები უნდა იცავდეს ყველა ბიზნესს, როგორც მცირე კომპანიებს, ისე დიდ ბრენდებს.

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომღერალს „არასდროს უცდია ქალბატონი ტეილორის ბიზნესის დახურვა ან მისთვის Katie Perry-ს ბრენდის ქვეშ ტანსაცმლის გაყიდვის აკრძალვა“.

რატომ დაიწყო დავა

2007 წელს ტეილორმა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ქალიშვილობის გვარს იყენებდა, ბიზნესი კეიტი პერის სახელით დაარეგისტრირა და სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა.

თუმცა, 2009 წელს მომღერალ კეტი პერის ადვოკატებმა ტეილორს სთხოვეს, შეეწყვიტა ბრენდის გამოყენება და განაცხადეს, რომ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის გასაჩივრებას აპირებდნენ. მოგვიანებით მათ სამართლებრივი დავა შეწყვიტეს.

„როდესაც ჩემი ბრენდი დავიწყე, ამ მომღერლის შესახებ არაფერი ვიცოდი“, - თქვა ტეილორმა. სასამართლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მან კეტი პერის შესახებ პირველად 2008 წლის შუა პერიოდში გაიგო, როდესაც რადიოში სიმღერა „I Kissed A Girl“ მოისმინა.

„მე უბრალოდ მოდის ბიზნესს ვქმნიდი იმ სახელით, რომელიც დაბადებისას დამარქვეს“, - ამბობს დიზაინერი.

წყარო

იხილეთ ასევე: