ავტორი:

13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა ბრალდებულს, რომელმაც ლაგოდეხში ფიზიკურად იძალადა ორ პირზე, გასაშველებლად მისულ ადამიანს კი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა

13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა ბრალდებულს, რომელმაც ლაგოდეხში ფიზიკურად იძალადა ორ პირზე, გასაშველებლად მისულ ადამიანს კი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით,, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ივნისს, ლაგოდეხში, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა ორ პირზე, რა დროსაც გასაშველებლად მისულ დაზარალებულს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

„სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში