ავტორი:

ერთნაირი სამოსი და მიზანში სროლის მასტერკლასები - კიმ ჩენ ინმა 13 წლის ქალიშვილთან ერთად მსუბუქი საბრძოლო მასალის ქარხანა დაათვალიერა

ერთნაირი სამოსი და მიზანში სროლის მასტერკლასები - კიმ ჩენ ინმა 13 წლის ქალიშვილთან ერთად მსუბუქი საბრძოლო მასალის ქარხანა დაათვალიერა

ხუთშაბათს, ჩრ. კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა და მისმა ქალიშვილმა მსუბუქი საბრძოლო მასალის ქარხანა დაათვალიერეს. სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ვიზიტის დროს ისინი პისტოლეტებიდან ისვრიან.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ცდილობს და ქარხნის შემოწმება სწორედ ამ სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

  • Korean Central News Agency-ის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქარხანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხედროებისა და უსაფრთხოების ძალებისთვის პისტოლეტებისა და სხვა მსუბუქი იარაღის მიწოდებაში.

მისივე თქმით, აუცილებელია ქარხნის წარმოების სიმძლავრის გაზრდა და უფრო თანამედროვე საწარმოო ხაზების შექმნა.

ქარხანაში ვიზიტს წინ უძღოდა სამშაბათს ჩატარებული სამხედრო ინსპექტირება, რომლის დროსაც კიმ ჩენ ინი, შვილთან ერთად, საზღვაო გამანადგურებლიდან ფრთოსანი რაკეტების სატესტო გაშვებას აკვირდებოდა.

ლიდერის 13 წლის ქალიშვილი მამასთან ერთად სულ უფრო მეტ საჯარო ღონისძიებაზე ჩნდება.

ბოლო პერიოდში გოგონა კიმ ჩენ ინს სხვადასხვა ღონისძიებაზე ახლდა, მათ შორის სამხედრო ჩვენებებზე, ქარხნების გახსნაზე და ბეიჯინგში ვიზიტის დროსაც.

წყარო