ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა საკუთარ მოედანზე "ჩელსის" 5:2 სძლია. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა შორის გახლდათ და მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, რის შემდეგაც დუბლი და საგოლე პასი მიითვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ ქართველის თამაშით აღფრთოვანებული გახლდათ ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი, რომელმაც CBS Sport-ის ეთერში თქვა:
"ყველამ კარგად იცის, რომ ბოლო დროს ხვიჩას ისეთი კარგი თამაში არ გამოსდიოდა, როგორც თავად მოისურვებდა. მას სათადარიგოთა შორის დარჩენის გამო განსაკუთრებული წყენა არ გამოუხატავს და მოედანზე გაბრაზებული შემოვიდა..." გააგრძელეთ კითხვა
იხილეთ ასევე: