მექსიკის სანაპიროზე ორი უზარმაზარი "განკითხვის დღის თევზი" გამოირიყა. საუბარია უიშვიათეს თევზზე - ქაშაყის მეფეზე. აღნიშნული სახეობა 11 მეტრამდე იზრდება და ზღვების/ოკეანეების ფსკერზე ცხოვრობს. სახეობა იმდენად ღრმა წყალში ბინადრობს, რომ მისი ცხოვრების წესის შესწავლა მეცნიერებისთვის თითქმის წარმოუდგენელია.

ამჯერად თევზი, გასულ თვეში, ბახას შტატში, კაბო სან ლუკასის სანაპიროზე გამოჩნდა.
"შორიდან რაღაც დავინახეთ, ციმციმებდა და ძალიან კაშკაშა იყო, საბოლოოდ ორივე ოკეანეში დაბრუნდა. არავინ იცოდა, რა იყო ეს — ამას ყოველდღე არ ხედავ. თვალებს არ ვუჯერებდი. ყველაფერი ძალიან სიურრეალისტური იყო" - , - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი, მონიკა პიტენგერი.

ქაშაყის მეფე იმდენად იშვიათად ამოდის ზედაპირზე, რომ მსგავს მოვლენას გამაფრთხილებენ ნიშნად მიიჩნევენ და ზედმეტ სახელად “განკითხვის დღის“ თევზს უწოდებენ. ლეგენდის თანახმად, მისი ცოცხლად დაჭერა დიდ სტიქიურ უბედურებებთან არის დაკავშირებული.