ავტორი:

"რკინის სხივი“ - ისრაელის ლაზერული იარაღი, რომელსაც რეალური საბრძოლო მოქმედებისას, აქტიურად პირველად იყენებენ: რა არის ცნობილი მის დადებით და უარყოფით მხარეებზე?

"რკინის სხივი“ - ისრაელის ლაზერული იარაღი, რომელსაც რეალური საბრძოლო მოქმედებისას, აქტიურად პირველად იყენებენ: რა არის ცნობილი მის დადებით და უარყოფით მხარეებზე?

ისრაელის ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის სხივი" (Iron Beam) ბოლო კვირებში აქტიურად განიხილება, რადგან ირანთან მიმდინარე ომის პირობებში, მისი გამოყენება საბრძოლო მოქმედებებისას პირველად ხდება, თუმცა როგორც ამბობენ, მისი მოხმარება დიდწილად მაინც ექსპერიმენტულია. მიუხედავად ამისა, არსებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ მისი გამოყენება მართალია შეზღუდულად, მაგრამ საკმაოდ შედეგიანად ხდება, განსაკუთრებით "ჰეზბოლას" რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ ლიბანის ფრონტზე. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სისტემა ჯერ სრულმასშტაბიანი ოპერაციული გამოყენებისთვის მზად არ არის და ირანის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ძირითადად სხვა სისტემებს იყენებენ. ის ძირითადად გამოიყენებ მხოლოდ მოკლე დისტანციის საფრთხეების წინააღმდეგ. ტექნოლოგია ჯერ ახალ ეტაპზე, შეგახსენებთ, ის მხოლოდ 2025 წლის ბოლოს შევიდა ექსპლუატაციაში.

"რკინის სხივი“, რომელიც შექმნილია რაკეტების, ნაღმმტყორცნების ჭურვებისა და დრონების გასანადგურებლად. იგი შექმნა ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპანიამ Rafael Advanced Defense Systems, კომპანია Elbit Systems-თან პარტნიორობით.

სისტემა წარმოადგენს ისრაელის მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის ნაწილს და მუშაობს ისეთ სისტემებთან ერთად, როგორიცაა "რკინის გუმბათი“ (Iron Dome), David’s Sling და Arrow.

  • როგორ მუშაობს "რკინის სხივი“

"რკინის სხივი“ იყენებს მაღალი ენერგიის ლაზერს, რომელიც კონცენტრირებულ სხივად ეცემა სამიზნეს და რამდენიმე წამში ანადგურებს მას.

სისტემა იყენებს დაახლოებით 100 კილოვატიან ლაზერს.

ლაზერი აცხელებს სამიზნის ზედაპირს მანამ, სანამ ის დაიწვება ან დაიშლება ჰაერში.

მისი ძირითადი კომპონენტებია:

  • საჰაერო თავდაცვის რადარი, რომელიც აფიქსირებს საფრთხეს
  • მართვისა და კონტროლის ცენტრალიზებული გამშვები სისტემა.

სისტემის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 10 კილომეტრამდეა და ის ძირითადად მოკლე დისტანციის საფრთხეებს ებრძვის.

  • მთავარი უპირატესობები

ექსპერტები "რკინის სხივს“ სამხედრო ტექნოლოგიის მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევენ.

1. ძალიან დაბალი ღირებულება - რაკეტით ჩამოგდება ათიათასობით დოლარი ღირს, ხოლო ლაზერული დარტყმის ფასი შეიძლება რამდენიმე დოლარიც კი იყოს.

2. პრაქტიკულად შეუზღუდავი "საბრძოლო მასალა“სისტემა მუშაობს ელექტროენერგიაზე, ამიტომ არ საჭიროებს რაკეტების მარაგს.

3. სწრაფი რეაქცია

ლაზერი სამიზნეს სინათლის სიჩქარით ურტყამს, რაც დრონებისა და მცირე რაკეტების წინააღმდეგ ეფექტურია.

  • რა პრობლემები აქვს

ლაზერულ იარაღს გარკვეული შეზღუდვებიც აქვს:

ძლიერი ნისლი, წვიმა ან მტვერი ამცირებს ეფექტურობას

სამიზნეზე სხივი რამდენიმე წამი უნდა იყოს მიმართული, რათა გაანადგუროს იგი, შესაბამისად, მასობრივი სარაკეტო შეტევის დროს მაინც საჭიროა ტრადიციული რაკეტები.