ავტორი:

"მყიდველისთვის რა იცვლება?! თუ განბაჟება იმდენად გაძვირდა, რომ ადამიანი ფიზიკურად ვეღარ შეიძენს ასეთ ავტომობილს" - ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

"მყიდველისთვის რა იცვლება?! თუ განბაჟება იმდენად გაძვირდა, რომ ადამიანი ფიზიკურად ვეღარ შეიძენს ასეთ ავტომობილს" - ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

"თუ განბაჟება იმდენად გაძვირდა, რომ ადამიანი ფიზიკურად ვეღარ შეიძენს ასეთ ავტომობილს, მყიდველისთვის რა იცვლება?!", - ასე ეხმაურება "ბიზნესპრესნიუსთან" ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილებაში კორექტირება შევიდა და მოქალაქეები მანქანების შემოყვანას და რეგისტრაციას შეძლებენ, თუმცა გაზრდილი აქციზის გადახდა მოუწევთ. კერძოდ, პრემიერის განცხადებით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანაზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი (კუბურ სანტიმეტრზე).

  • როგორც ალექსი ნონიაძე აცხადებს, ამით შესაძლოა, იმდენად მოიმატოს ძველი ავტომობილების ფასმა, რომ მისი ჩამოყვანა აღარც ღირდეს.

"გადაწყვეტილებას ვეთანხმებით იმ საკითხში, რომ აკრძალვა მოიხსნა. თუმცა, თუ განბაჟება იმდენად გაძვირდა, რომ ადამიანი ფიზიკურად ვეღარ შეიძენს ასეთ ავტომობილს, ამ შემთხვევაში რა იცვლება მყიდველისთვის?! პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამით გამოვიდა - „თხა ვიყიდე, თხა გავყიდე“. რას ცვლის ეს მომხმარებლისთვის?!..განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: