ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა პირველი განცხადება გაავრცელა.
"ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი“, - ნათქვამია ხამენეის განცხადებაში.
ხამენეი აცხადებს, რომ რეგიონში არსებული აშშ-ის სამხედრო ბაზები უნდა დაიხუროს.
"ხაზს ვუსვამთ იმას, რომ გარშემო არსებულ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები გვექნება. ჩვენ მათი მტრები არ ვართ და ჩვენი სამიზნე მხოლოდ ამერიკული ბაზებია“, - ნათქვამია მოჯთაბა ხამენეის წერილობით განცხადებაში.
"მე მამა და ცოლი დავკარგე. ჩემმა დამ შვილი და ქმარი დაკარგა. გარწმუნებთ, არ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი მოწამეებისთვის შურს ვიძიებთ. საქმე მხოლოდ ჩვენი უზენაესი ლიდერის მოწამეობრივ სიკვდილს არ ეხება. საქმე ყველა ჩვენს თანამემამულეს ეხება, რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ“, - აცხადებს ხამენეი.
მისი თქმით, ირანმა მიყენებული ზარალისთვის კომპენსაცია უნდა მიიღოს.
"ხალხს ომის დროს მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაურდეს. ჩვენ კომპენსაციას მოვითხოვთ. თუ ისინი ამას არ დათანხმდებიან, მაშინ მათ აქტივებს გავანადგურებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
წაიკითხეთ ასევე: