ყოფილმა სუპერმოდელმა გასულ თვეში 60 წლის იუბილე აღნიშნა და თან თაყვანისმცემლები თავის გარეგნობით გააოცა, რომელიც მათი თქმით “ისეთივე უნაკლო იყო“ როგორც კროუფორდის კარიერის დასაწყისში.
“მე ძალიან მიყვარს ჩემი დილის რუტინა, ის შესანიშნავი დღის გატარების საშუალებას მაძლევს,“ - დაწერა კროუფორდმა ვიდეოს აღწერაში.

მისი დღე დილის 6 საათზე იწყება. ვიდეოში ჩანს, როგორ იღვიძებს სინდი და თან საწოლიდან წამოდგომისას ბიბლიის აუდიოჩანაწერს უსმენს.
კროუფორდმა ეს კოსმეტიკური ხაზი 20 წელზე მეტი ხნის წინ ფრანგ ექიმ ჟან-ლუი სებაგთან ერთად შექმნა. სინდის თქმით, მისი პროდუქცია კანს უფრო მკვრივსა და ნათელს ხდის და სწორედ ეს აძლევს იმ ახალგაზრდულ ბზინვარებას, რომლის შესახებაც ხალხი ხშირად ეკითხება. მისი პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტს Charentais cantaloupe-ის ექსტრაქტი წარმოადგენს.

სახის მოვლის შემდეგ სინდი სხეულზე ზრუნვას Capillus Laser Cap -ის საშუალებით აგრძელებს, რომელიც წითელი სინათლე თმის ზრდას უწყობს ხელს, ამავე დროს ის Bemer-ის მატზე ზის, აპარატის მცირე ელექტრო იმპულსები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კუნთების აძლიერებს.
პროცედურებს სახის მასაჟი მოჰყვება, რომელიც £1650 ღირებულების The Wand by Keren Bartov მოწყობილობით სრულდება და წითელი სინათლის დახმარებით კანის გამკვრივებასა და განახლებას უწყობს ხელს.

ბალახზე ფეხშიშველი სიარულის შემდეგ სინდი ხალათს იხდის და 15 წუთით ჯაკუზიში ჩადის.

ამის შემდეგ ის სხეულზე მჭიდროდ მორგებულ სპორტულ ფორმას იცვამს, კოლაგენიან ყავას ამზადებს და ცოტა ხნით ოფისში შედის, რათა ელფოსტა შეამოწმოს.
დილით 8 საათზე სინდი ,თავის მდიდრულ სპორტდარბაზში მიდის. იქ იგი ვარჯიშს იატაკზე გაჭიმვებით იწყებს, რის დროსაც შთამბეჭდავ მოქნილობის დემონსტრირებას ახდენს.

ინვერსიულ მაგიდაზე მოკლე “დაკიდების“ შემდეგ კროუფორდი მინი ბატუტზე გადადის, რათა მისი პირადი ფიტნეს ინსტრუქტორის მოსვლამდე გულისცემა ააჩქაროს და კუნთები გაათბოს.

2024 წელს Him & Her Show-ზე სუპერმოდელმა განაცხადა რომ 80-90-იან წლებში პოდიუმებზე მუშაობის შემდეგ, მან ბუნებრივი სილამაზის შესანარჩუნებლად უამრავი ხრიკი ისწავლა. ის თვლის, რომ ყოველდღიური დატვირთვა, კანის მოვლა, მშრალი ჯაგრისი, ინტერვალური შიმშილობა და ვარჯიში საუკეთესო ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.
“ამჯერად კვირაში ორჯერ “პილატეს რეფორმერებს“ ვაკეთებ და ძალიან მომწონს. ამას ბოლო 10 წელია ვაკეთებ. ზოგჯერ წელის ქვედა ნაწილი მაწუხებს, მაგრამ ვარჯიშს მაინც არ ვეშვები,“ - აღნიშნავს მოდელი.
კიდევ ერთი ასაკის საწინააღმდეგო საიდუმლო, რომელსაც სინდი ხშირად იყენებს, სახლში საუნაში ჯდომა წარმოადგენს, რაც, მისი თქმით, ნაოჭების შემცირებაში ეხმარება.
რაც შეეხება კვებას, ვარსკვლავი ცდილობს თავი აარიდოს გლუტენს, მაგალითად პასტასა და პურს და დიდწილად შაქარსაც ერიდება. უპირატესობას კი ბუნებრივ, დაუმუშავებელ პროდუქტებს ანიჭებს.

მაგრამ, სინდის თქმით, ახალგაზრდულად დარჩენის მთავარი საიდუმლო მენტალური ჯანმრთელობის პრიორიტეტად ქცევაა.
იხილეთ ასევე: