ავტორი:

გამოქვეყნდა ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში - რა წერია დოკუმენტში

გამოქვეყნდა ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში - რა წერია დოკუმენტში

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია:

მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა.

მომხსენებელი თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა (ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თქმა, რომ ძალადობა წამების დონეს აღწევდა), გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან.

ანგარიშის თანახმად, მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებად იღებენ მიზანში.

გარდა ამისა, ეს თავისუფლებები მეტისმეტად შეიზღუდა ადმინისტრაციული ზომების შემზღუდავი აღსრულებით, როგორებიცაა მაღალი ჯარიმები და ადმინისტრაციული დაკავება, ისევე, როგორც მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით.

„ მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას. მთავრობისგან დამოუკიდებელი აქტორების მიმართ მტრული განწყობა კიდევ უფრო მძიმდება მამაკაცების დაუდგენელი ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის უკონტროლო შემთხვევებით, რომლებიც დროდადრო თავს ესხმიან მთავრობის კრიტიკოსებს, ხშირად საჯარო სივრცეებში და დღისით, აშკარად დაუსჯელად. ამ გარემოს ასევე განაპირობებს მთავრობასთან დაკავშირებული პირების ულმობელი, სტიგმატიზებაში რიტორიკა.

გარდა ამისა, არსებობს გარკვეული შეშფოთება იმ პირების სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც სისხლით გასამართლების საფრთხის წინაშე დგანან რაიმე ფორმის განსხვავებული აზრის გამო,” - ნათქვამია ანგარიშშის წარდგენაში.

ანგარიშის ერთ-ერთი სექციაში მოქცეულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები შემდგომ სექციებს მოიცავს:

თავისუფალ არჩევნებზე - დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე;

საჭირო ცვლილებების შეტანა არჩევნების ორგანიზებაში, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისად, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ანგარიშში გამოაქვეყნდა;

გარე დამკვირვებლების მოწვევა (კერძოდ, ეუთო/ოდირის მისიის), რათა დააკვირდნენ სამომავლო არჩევნებს. მოწვევა საკმარისად ადრე უნდა გაიგზავნოს, რათა ოდირს შინაარსიანად შეეძლოს არჩევნების მისიის ჩატარება;

თავი შეიკავონ ოპოზიციაზე ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან და დაშინებისა და მუქარების რიტორიკული კამპანიისგან;

თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურების უკანონო დაწყებისგან, რაც პოლიტიკურ პარტიებს კრძალავს;

გაიწვიონ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ წამოყენებული უკანონ ბრალდებები (კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 318-ე და 319-ე მუხლებით).

  • ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები".

ელჩის თქმით, საქართველოს მიერ წარდგენილი პასუხი აერთიანებს ოფიციალურ პოზიციებსა და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

„ეს პასუხი აერთიანებს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განმარტებებსა და პოზიციებს ფაქტების დამდგენი მისიის ვარაუდებზე. ის ასევე განმარტავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ხაზს უსვამს უგულებელყოფილ კონტექსტს და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ მასალების წარდგენით, ქართული მხარის მიზანი იყო, რათა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებსა და დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორებს ჰქონოდათ წვდომა ყოვლისმომცველ ფაქტობრივ მასალაზე, რაც შესაძლებელს გახდიდა ქვეყნის მიერ ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ობიექტურ, დაბალანსებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებას", - აღნიშნავს ელჩი.

ამასთან, ელჩი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიერ წარდგენილი მასალების გასაანალიზებლად დროის სიმცირეზე და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების „მავნე მიზნებისთვის“ გამოყენების მცდელობებზე.

"სამწუხაროა, რომ მონაწილე სახელმწიფოებს არ მიეცათ საკმარისი დრო საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ვრცელი მასალების გასაანალიზებლად, მუდმივი საბჭოს სხდომამდე. დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორინგის ან ფაქტების დადგენის ნებისმიერი პროცესის სანდოობისთვის. სამწუხაროა, რომ სულ უფრო ხშირად ვხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მავნე მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის მათ საიმედოობას და ინსტიტუციური ნეიტრალიტეტის მიმართ საზოგადოების ნდობას", - აცხადებს მაისურაძე.

ალექსანდრე მაისურაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან ორგანიზაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და უზრუნველყონ ექსპერტული მექანიზმების დამოუკიდებლობა და მანდატის ფარგლებში მოქმედება.

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეუთო-ს დაზიანება ამგვარი არასათანადო პრაქტიკის შედეგად ან მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს მუდმივი საბჭოს მიერ. ასეთ მცდარ და მიკერძოებულ ანგარიშზე უარის თქმა აუცილებელი ნაბიჯია საერთაშორისო პროცესების სანდოობის დასაცავად. ექსპერტული მექანიზმების დამოუკიდებლობის, დაბალანსებულებისა და მანდატის ფარგლებში მოქმედების უზრუნველყოფა ყველა მონაწილე სახელმწიფოსა და თავად ორგანიზაციის ინტერესებშია", - განაცხადა მან.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ეუთო-ს და მის მონაწილე ქვეყნებს, გაითვალისწინონ საქართველოს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები.

„საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და არ გაიზიარონ ფაქტების დამდგენი მისიის მიერ მანდატის დარღვევით წარმოდგენილი სადაო დასკვნები და პოლიტიკურად მოტივირებული რეკომენდაციები", - აღნიშნა მაისურაძემ.