ახლახან გამოქვეყნებულ ჩვენებაში ქალმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ეპშტეინი მასზე 16 წლის ასაკიდან წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, გამომძიებლებს ახალი ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით პედოფილიის ბრალდებით გასამართლებულმა ფინანსისტმა ერთხელ სანაპიროზე მდგომი ქერა ქალის ფოტოზე მიუთითა და განაცხადა, რომ "ამ ქალმა მისი შვილი გააჩინა".

ეპშტეინი ამ უცნობს ქალს "იდეალურ ქალად" მოიხსენიებდა და მანჰეტენის ტაუნჰაუსში მისი ტორსის სკულპტურული ფორმაც კი გამოფინა.
ინფორმაცია, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტების ნაწილს შეადგენს, სავარაუდოდ, ხელახლა გააღვივებს დიდი ხნის სპეკულაციებს იმის შესახებ, ჰყავდა თუ არა ეპშტეინს ფარულად შვილი. ბრალდებები არაერთხელ უარყო ეპშტეინის ძმამ, მარკმა, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილ ფინანსისტს არასდროს ჰყოლია შვილები.

ფაილებში ასევე მოიპოვება ფოტო, რომელზეც ეპშტეინი ნიუ-იორკში მდებარე მის სახლში მყოფ ქერა თმის მქონე ქალს ეხუტება, რომელსაც ხელში ბავშვს უჭირავს. ქალისა და ბავშვის სახეები დაფარულია. გამოქვეყნებულ ათასობით დოკუმენტს შორის არის სხვა სურათებიც სადაც ეპშტეინი ბავშვებთან ერთად არის გამოსახული, თუმცა ბავშვების სახეები დაფარულია და ისინი არასოდეს იდენტიფიცირებულან.
ეპშტეინის ფარული შვილის შესახებ სპეკულაციები გასულ თვეში კიდევ უფრო გაძლიერდა, მას შემდეგ, რაც პედოფილის ყოფილი ახლო მეგობრის, სარა ფერგიუსონის ელექტრონული მიმოწერა გავრცელდა, სადაც იორკის ყოფილი ჰერცოგინია 2011 წლის სექტემბერში ეპშტეინს მამად გახდომას ულოცავს.


Daily Mail-მა ასევე გამოავლინა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ეპშტეინი ქალებს მისი შვილის გაჩენას სთხოვდა.

2019 წლის “ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ ანგარიში მიუთითებს, რომ პედოფილი ტრანსჰუმანიზმის იდეით იყო შეპყრობილი, რაც თეორიულად ადამიანის პოპულაციის ხელოვნური ინტელექტის ან გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით გაუმჯობესებას გულისხმობს. ამ მიზნით ის ნიუ-მექსიკოსში მდერბარე “ზოროს რანჩოს“ გამოყენებას გეგმავდა.
წაიკითხეთ ასევე: