ავტორი:

აშშ-ში 2020 წელს გატაცებული გოგონა თითქმის ექვსი წლის შემდეგ იპოვეს

აშშ-ში 2020 წელს გატაცებული გოგონა თითქმის ექვსი წლის შემდეგ იპოვეს

ხუთი წლის გოგონა, რომელიც თითქმის ექვსი წლის წინ კალიფორნიიდან გაიტაცეს, აშშ-ს მეორე მხარეს უსაფრთხოდ და სრულიად ჯანმრთელი იპოვეს.

  • კარენ როხასი, რომელიც ახლა 11 წლისაა, 2020 წლის 2 ივნისს , ლოს-ანჯელესის სიახლოვეს მდებარე ქალაქ დუარტედან გაიტაცეს.

გოგონა გასულ სამშაბათს, დაახლოებით 2,600 მილით დაშორებულ ვაშინგტონის ოლქში, ჩრდილოეთ კაროლინაში აღმოაჩინეს.

ლოს-ანჯელესის პოლიციისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვაშინგტონის ოლქის შერიფის ოფისის (WCSO) წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ ბავშვი ვაშინგტონის ოლქის სკოლებში სხვა სახელით იყო ჩარიცხული.

ლოს-ანჯელესის ოლქის ბავშვთა და ოჯახის სერვისების დეპარტამენტი (DCFS) ბავშვის გაუჩინარების შემდეგ გამოძიებას შეუდგა, მისი წარმომადგენლების განცხადების თანახმად, როხასის დედამ DCFS-თან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტის შემდეგ გოგონა თავად გაიტაცა, რადგან მასზე ოფიციალური მეურვეობის უფლება არ ჰქონია.

ვაშინგტონის ოლქის შერიფის ოფისის განცხადებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება თუმცა გოგონას მცირე ასაკის გამო დეტალების გასაჯაროება შეზღუდულია.

წყარო