სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის მხრიდან ახალ თავდასხმებს იგერიებენ, დუბაის ცენტრში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"წარმატებული ჩაჭრის შედეგად, ნამსხვრევებმა დუბაის ცენტრში მდებარე შენობის ფასადზე მცირე ინციდენტი გამოიწვია“, - აცხადებენ დუბაის მთავრობის მედია ოფისში.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ათობით დრონი მოიგერია, რომელთაგან ბევრის სამიზნე ქვეყნის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილები იყო.
დღეს დილით სირენების ხმა ისმოდა ბაჰრეინშიც.