დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმის განხილვა დასრულდა. გლოსტერის სამეფო სასამართლომ 10 შვილის დედას, 56 წლის ამანდა (მენდი) ვიქსონს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მას შემზარავი დანაშაული ედება ბრალად - ქალს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა 25 წლის განმავლობაში ტყვედ ჰყავდა აყვანილი, მას მონობას აიძლებდა, აწამებდა და გარე სამყაროსთან ყველანაირ კომუნიკაციას უკრძალავდა.
ბრალდებულის მსხვერპლი, კ. (სახელი არ სახელდება), ამჟამად 40 წელს გადაცილებულია. ის დისფუნქციურ ოჯახში დაიბადა და კოგნიტური დარღვევები ჰქონდა. 1996 წელს, როდესაც ის დაახლოებით 16 წლის იყო, ტიუკსბერიში ამანდა ვიქსონთან გაგზავნეს საცხოვრებლად, რომელსაც გოგონას ოჯახთან ზედაპირული კავშირი ჰქონდა.
კ.-ს თავი მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს თავი, საკვები კი შეზღუდული ჰქონდა. პოლიციის ცნობით, კ.-ს საძინებელი ციხის საკანს ჰგავდა და ის არაჰიგიენურ პირობებში ცხოვრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კ.-ს ადრეულ წლებში გარეთ გასვლის უფლება ჰქონდა, ვიქსონმა მოგვიანებით მეზობლებს განუცხადა, რომ ის შეყვარებულთან ერთად შოტლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ, მას ბაღშიც კი აღარ უშვებდნენ. როგორც კ. მოგვიანებით იხსენებდა, ის მზის სხივების ნახვაზე ოცნებობდა.
ტყვედ აყვანილი ქალის ამბავი პოლიციას 2021 წელს ვიქსონის ათი შვილიდან ერთ-ერთმა შეატყობინა.
როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, კ.-ს ფეხებსა და კოჭებზე უზარმაზარი ნაიარევი აღმოაჩინეს, რომლებიც მუხლებზე დგომისას იატაკის მუდმივი ხეხვის შედეგად გაუჩნდა.
კ. ამჟამად მინდობით აღმზრდელ ოჯახში ცხოვრობს და კოლეჯში სწავლობს.
იხილეთ ასევე: